უახლესი ამბები
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
- 27.01.2021 17:20ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
- 27.01.2021 17:20თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
- 27.01.2021 16:35ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არა - ირაკლი ზარქუა
- 27.01.2021 16:35თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით - მეუფე იაკობი
არქივი
სამართალი


ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულებს 12 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღებაში ბრალდებულები - ი.მ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს 0,04 გრ. ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ მ.ქ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,224 გრ. ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც - 0.032 გრ. წინასწარი შეთანხმებით, ი.მ. -სთან ერთად უკანონოდ გაასაღა.
სამართალდამცველებმა მ.ქ. და ი.მ. 2019 წლის 6 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ და მეექვსე ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის ‘’ა’’ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
27 იანვარი, 2021 , 15:25

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 131 ფაქტი გამოავლინა
27 იანვარი, 2021 , 12:00

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 17:22

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
26 იანვარი, 2021 , 14:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 368 ფაქტი გამოავლინა
26 იანვარი, 2021 , 11:45

ნარკოდანაშაულისთვის ცოლ-ქმარი დააკავეს
26 იანვარი, 2021 , 11:00