უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 დეკემბერი, 2017 12:05
font-size

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი).

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ. გ.-მ ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ნ. გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე მ.გ-ზე. ასევე დადგინდა, რომ ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს“ თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ.

სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა

16 ოქტომბერი, 2018 , 17:51

არასამთავრობო ორგანიზაცია „სერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა. ორგანიზაციის განცხადების თანა

ელისო კილაძის ინფორმაციით, მირზა სუბელაინის ჩანაწერში ნახსენები ნაკაიძე ბერა ივანიშვილის პროდიუსერია

16 ოქტომბერი, 2018 , 17:30

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, სადაც მირზა სუბელიანი ზაზა სარალიძის შესახებ საუბრობს, ამბობს, რომ სარალიძემ რამდენიმე პირისგან ფული აიღო, მათ შორისაა ნახსენები ნაკაიძე. ჩანაწერის აღნიშნულ მონაკვეთს ჟურნალ

ომბუდსმენის მოადგილე მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ მოწმეზე ზემოქმედებასა ან ვინმეს წამების უკანონო ფაქტებზე, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს

16 ოქტომბერი, 2018 , 17:30

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ ისეთ უკანონო ქმედებებზე, როგორიც არის მოწმეზე ზემოქმედება ან ვინმეს წამება, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს. როგორც ჟურნალისტებს ომბუდსმენის მოა

მირზა სუბელიანს დღეს დილით კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

16 ოქტომბერი, 2018 , 15:25

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან სუიციდის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ დროულად აღიკვეთა. „მოცემულ

პროკურატურა სუბელიანი-ჯაფარიძის მორიგ ფარული ჩანაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)

16 ოქტომბერი, 2018 , 14:45

საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ივლისის თვეში ჩაწერილი ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისა და უმრავლესობის დეპუტატის ვიქ

სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

16 ოქტომბერი, 2018 , 14:45

სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, სასამართლოს კი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნუ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`