უკან

სამართალი

12 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ეჭვიანობის ნიადაგზე 14 წლის შვილის თანდასწრებით მეუღლეს სცემა - სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.ს დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე 14 წლის შვილის თანდასწრებით მეუღლეს სცემა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა კ.ს 3 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ კ.ს სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

15 დეკემბერი, 2017 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლ

თბილისში საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს

15 დეკემბერი, 2017 , 13:50

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდ, ,,მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს. მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა, შემოწირული თანხა და სხვა ნივთები. ფონდის თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოაჩინეს, რომ შენობა გატეხილი ი

#9 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ გიორგი მამალაძის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გადასცა გამოძიებას - ადამიანის უფლებათა ცენტრი

15 დეკემბერი, 2017 , 12:55

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა მათი წევრის, ადვოკატ თამარ ავალიანის საქმიანობის ხელშეშლის გამო #9 პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ აქ იხდის სასჯელს დეკანოზი გიორგი

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 დეკემბერი, 2017 , 12:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამე