უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2025 18:36
font-size

ნატახტარში ქართული ლუდი „რკონის“ ახალი საწარმო აშენდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორმა კომპანია “ველი ნატახტარმა”, მცხეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ნატახტარში, ახალი ქართული ლუდის “რკონის” საწარმო ააშენა. პროექტი საქართველოში ლუდის წარმოების ახალი კულტურის დამკვიდრებას და რეგიონში თანამედროვე სტანდარტების საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად.

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.4 მლნ.ლარია. აღნიშნული ინვესტიცია საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდა.

ახალი საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, 4,500 კვ.მ -ზე აშენდა და ის აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი გერმანელი ტექნოლოგების ჩართულობითა და კონსულტაციით განხორციელდა, რაც ქართულ ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს. ამჟამად კომპანია ერთი სახეობის - ბავარიული ჰელესის ტიპის ლუდს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ახალი სახეობების დამატებას გეგმავს.

კომპანია „ველი ნატახტარი“ „ბიარ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. ის უკვე ორი ათწლეულია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 20 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე გადავწყვიტეთ ახალი ეტაპის დაწყება - შევქმნათ ქართული ლუდის ახალი ისტორია ბრენდ „რკონით“. ჩვენი მიზანია ლუდის მოყვარულებისთვის უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე ლუდის წარმოება და ამ სტანდარტის მუდმივი შენარჩუნება. გვინდა, რომ „რკონი“ იქცეს არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთა საყვარელ ბრენდად, არამედ, გამორჩეულად ქართულ ბრენდად. საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ეს გახლავთ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინიციატივა. ამჯერად, საწარმოს თვიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს, ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ მოცულობა, გავძლიერდეთ როგორც ადგილობრივად, ასევე ავითვისოთ საერთაშორისო ბაზრები“, - განაცხადა დავით კურდღელაშვილმა, „ველი ნატახტარის“ დირექტორმა.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი