უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 თებერვალი, 2020 17:15
font-size

ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა

ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი, საიმედო და მჭიდრო პარტნიორია. ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბელარუსულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ნათია თურნავას განცხადებით, დღეისათვის საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნა, რომ ურთიერთვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. ამასთან, ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბელარუსის პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ გააძლიერონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები და ის თვისობრივად ახალ დონეზე იქნას აყვანილი. „თუ აქამდე ჩვენ ძირითადად საკმაოდ წარმატებით ვთანამშრომლობთ ბელარუსული ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო ტექნიკის მიმართულებით - იგივე, ბათუმისთვის ბელარუსული წარმოების ელექტრობუსების მიწოდება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. ახლა საუბარი შედგა იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ლოგისტიკის სექტორში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ. აშშ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და ა.შ.

თავის მხრივ, ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებას. მისივე განცხადებით, ბელარუსული მხარე მზად არის, აქრტიურად ჩაერთოს ქართული აგრარული სექტორის თანამედროვე აგროტექნიკით უზრუნველყოფაში, ასევე ქართულ მხარესთან ერთად ტექნოპარკებისა და სამეცნიერო პროექტების ერთობლივ განვითარებაში.

„საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ დიალოგს მაღალ დონეზე. ასევე სტაბილური რჩება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება", - აღნიშნა სერგეი რუმასმა შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ბელარუსში ვალერი კვარაცხელია.

საერთაშორისო პარტრნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ

9 აპრილი, 2020 , 16:53

საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ პარტნიორებთან ერთად, ჯგუფურად საქართველოს სწრაფი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებ

დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს

9 აპრილი, 2020 , 15:55

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. როგორც ჭიჭინაძე საკუთარ წერილში აღნიშნავს, ამ დროისთვის ქვეყანაში 5 მნიშნველოვანი პრობ

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`