უახლესი ამბები
- 06.12.2023 18:10შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
- 06.12.2023 17:23Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია - სამიტის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
- 06.12.2023 17:051 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარი გახდა
- 06.12.2023 16:41განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე
- 06.12.2023 14:34გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა
- 06.12.2023 14:242023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება - ნათია თურნავა
- 06.12.2023 14:17ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე
- 06.12.2023 14:106-9 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
- 06.12.2023 13:48მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარი საზომი არის ფასების სტაბილურობა და ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც მთავრობამ, ამ შედეგს მივაღწიეთ - ნათია თურნავა
- 06.12.2023 13:33ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე
არქივი
პოლიტიკა

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა
თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას.
ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე
6 დეკემბერი, 2023 , 16:41
ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს - ნათია თურნავა
6 დეკემბერი, 2023 , 14:57

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე
6 დეკემბერი, 2023 , 14:17
ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე
6 დეკემბერი, 2023 , 13:33
მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე -ლევან ხაბეიშვილი
6 დეკემბერი, 2023 , 11:36
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
5 დეკემბერი, 2023 , 12:21