უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ოქტომბერი, 2020 15:10
font-size

ნათია თურნავა - მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველო მიმზიდველ პლატფორმად განიხილებოდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შეირჩა ორი მიმართულება, რომლებიც საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს.

მისივე თქმით, ერთი არის გემთმშენებლობისა და ნაოსნობის მიმართულება და მეორე კი – აიტისფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული პროგრამირება.

„შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია შესაძლებლობა, რომ საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით, მაქსიმალურად მოვიზიდოთ გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესიტციები. ერთი ეს არის სანაოსნო სფერო, ზოგადად გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები. ძალიან მნიშვენლოვანი ინდუსტრია და მათ შორის, მნიშვნელოვანი დამსაქმებელია. ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც კვალიფიციურები და ახლა ჩვენ გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინამძღვრები, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები. მაგალითად, მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდრეობით მსოფლიოში სანაოსნო დარგში ლიდერებად მიიჩნევიან და საქართველოსაც აქვს ამის პოტენციალი.

მეორე, ასეთივე მიმზიდველი აღმავალი პროფესია არის IT სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები. ისეთი ტიპის შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის ხუთი პროცენტი, 15-ის ნაცვლად, გლობალურ IT კომპანიებს ბიძგს მისცემს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, ვინც დღეს შეიძლება, ამ სფეროში საქმიანობს, მაგრამ „ფრილანსერის“ სტატუსი აქვს. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს მეტ სტიმულს ერთი მხრივ, გლობალურ IT კომპანიებს, რომ საქართველო განიხილონ, როგორც პლატფორმა და მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს, დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, უკვე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც საქართველოში გადმოსვლის სურვილი გამოთქვა.

„როდესაც ამ წესის შემუშავებაში ვიყავით ჩართული ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უკვე ამ ინფორმაციამაც კი მისცა ბიძგი რამდენიმე კომპანიას ჩვენს რეგიონში, რომელმაც უკვე დაიწყო ჩვენთან კონტაქტი, რომ საქართველოში გადმოვიდეს. ჯერჯერობით კონკრეტიკას მოვერიდები, მაგრამ ეს სიახლები უახლოეს პერიოდში თქვენსთვისაც იქნება ცნობილი.

მიუხედავად გლობალური პანდემიისა,უნდა შევძლოთ უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველო უფრო მეტად განიხილებოდეს, როგორც მიმზიდველი პლტფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ყველაზე უფრო სტაბილურად გამოიყურება, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნესგარემოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ