უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 თებერვალი, 2020 12:30
font-size

ნათია თურნავა - საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.

„მოგეხსნებათ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა. მანამდე, BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ფაზა, რომელიც ასევე მოგვიტანს სატრანზიტო გაზის გაზრდილ მოცულობებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, უკვე 17-მდე სხვადასხვა ქვეყანა, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები ინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით.

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავა ბაქოში ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი