უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2023 14:26
font-size

ნათია თურნავა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს, ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო, თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

თურნავას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.

განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენები არის საქართველოში რუსული კოლონიალიზმის სიმპტომი - ანა დოლიძე

6 დეკემბერი, 2023 , 16:41

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ PISA-ს საერთაშორისო კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ მოზარდებში წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში ვითარება გაუარესდა. დოლიძის თქ

ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს - ნათია თურნავა

6 დეკემბერი, 2023 , 14:57

არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნ

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან - კახა კალაძე

6 დეკემბერი, 2023 , 14:17

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშ

ორბანი ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში - გიორგი ვაშაძე

6 დეკემბერი, 2023 , 13:33

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ისაა, რომ კობახიძე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, – ამის შესახებ „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რ

მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე -ლევან ხაბეიშვილი

6 დეკემბერი, 2023 , 11:36

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, - წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. &

ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

5 დეკემბერი, 2023 , 12:21

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი