უკან

რეგიონები

30 ნოემბერი, 2020 17:45
font-size

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი დანარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გააცნო ის შეღავათები, რაც მთავრობამ სასტუმრო სექტორს დაუწესა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.
„მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გაუჩნდათ - ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლოდმე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ყველა სასტუმრო ჩართულია მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდა სარესტორნე სექტორზე.
„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

23 იანვარი, 2021 , 17:35

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში - ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა; დაშავდა სამი მგზავრი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაზარა

ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

23 იანვარი, 2021 , 17:10

დღეს ბათუმში აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, ნაგვის ურნით თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია. როგორც "ალტერნატივას" წევრი მზია ქ

ბათუმში, ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

23 იანვარი, 2021 , 14:39

"ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში, ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ რეკრეაციულ ზონაში 16-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობა გააპროტესტეს. მ

ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

23 იანვარი, 2021 , 11:41

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის მშენებლო

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები - მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი, 2021 , 14:29

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგ

აჭარაში, 1 თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება - მაია ცქიტიშვილი

22 იანვარი, 2021 , 14:10

აჭარაში, 1 თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აკრძალუ