უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2019 16:25
font-size

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური პრეზენტაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად აუცილებლად იქნება მომგებიანი, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი ეს ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩატარებს კვლევას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები ამერიკის მედიასივრცეში, რომელიც, მათი შეფასებით, იძლევა ძალიან დადებით შედეგს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობების შედეგიანობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამერიკული ავიაკომპანიის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. „მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. შედეგად, ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ,“ - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას Delta AirLines-იში ექნება, სადაც ნათია თურნავა ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს.
ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ - ში საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა.

ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დრ

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შ

ქართული გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-ში გაიყიდება

13 ნოემბერი, 2019 , 13:00

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა,  რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. პირველი პარტიის გაგზავნა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.