უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ოქტომბერი, 2020 10:30
font-size

ნათია თურნავამ ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის - „ტურიზმი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის - „ტურიზმი“ პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს.

„ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ შესანიშნავი, ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის დაწყებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც ტურიზმია. ეს არის სფერო, რომელიც მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რაც ტურიზმს მსოფლიოსა და საქართველოში აქვს, კვლავაც ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და წარმატებული იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურიზმის სფეროს ახალი, ევროპული სტილით განათლებული, კვალიფიციური კადრები შეემატოს და დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამინისტროს ცნობით, ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ თსუ-ს სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი.

„სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

25 ნოემბერი, 2020 , 17:42

დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. რო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3138 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“ - პაატა იმნაძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭო

პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ სასულიერო პირებს, ტაძარში მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე - საპატრიარქო

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

კორონავირუსის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა

25 ნოემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გატანილი 50 მლნ აშშ დოლარიდან 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. აუქციონი დღეს შედგა. „2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ წინ აღვუდგეთ ინფექციას და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას - ამირან გამყრელიძე

25 ნოემბერი, 2020 , 16:30

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვ