უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 სექტემბერი, 2020 19:39
font-size

ნატო ჩხეიძე ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტარმა დღეს შინდისში კარდაკარ მოიარა ოჯახები და მათ პრობლემებს გაეცნო.

ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ დღე მეცამეტე: შინდისი

დიდი სოფელია შინდისი, ამილახვრიანთ გალავანთან გადაუხვევ და ყელქცეულის გზას დაადგები. ეს გზა ზეპირად ვიცი, თვალდახუჭული ვივლი.

ახლა მხარდამჭერებთან ერთად დავდივარ, შარა - შარა და შუკა-შუკა.

ყველგან პომიდვრით სავსე ყუთებია, სურნელოვანი და გემრიელი, თანაბრად და კოხტად აწყვია, აწყვია და აწყვია, ეზოებშიც და გზებზეც, აწყვია პომიდვრით სავსე ყუთები.

“ მოვიწევთ, დავკრეფთ და გვილპებაო”- ჩივის ხალხი,- “ ყუთს 5 ლარს ვადებთ და მყიდველი არ არისო, პორუტყვსღა ვაჭმევთო, იმათაც ალერგია აქვთ დამართული ამდენი პომიდვრითო, წითელი ფერის დანახვა აღარ უნდათ ხარებივითაო”,

ჩემი ბავშვობის დიდი სოფელი ლამის დაცლილია, სახლები მიტოვებული, ახალგაზრდობა ცოტაღაა, ვინც არის, სანუგეშოს ვერაფერს ხედავს და იმედი ამ უმძიმესი ყოფის შეცვლისა მხოლოდ არჩევნებიაო, ამბობენ.

ასაკოვნები დაკოჟროლ თითებზე ითვლიან დღეებს 31 ოქტომბრამდე და : “ შენთანა ვართ, შენთანა, მაგრამ, იცოდე, ჩვენი ხმები დაიცავითო” - ისე დაქადნებით მეუბნებიან, თითქოს ერთნი არ ვიყოთ ამ სურვილში.

სხვა სურვილებშიც ერთნი ვართ.

შინდისი, ჩვენი გმირების სოფელი, სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნითა და თავდადებით აგრძელებს ცხოვრებას და ღირსეულ მომავალს ელის.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე, მოსახლეობას, გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაპირდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი