კომენტარი
ნატო ჩხეიძე: არის მოსაზრება, რომ ახალმა ტელევიზიამ `იბერიას` ბაზაზე დაიწყოს მაუწყებლობა
ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხი სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა. „იბერია“ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელობაში შედიოდა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.
მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას "იბერიას" თანამფლობელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ადასტურებს.
"არის მოსაზრება, რომ ახალმა ტელევიზიამ "იბერიას" ბაზაზე დაიწყოს მაუწყებლობა. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, როგორ დასრულდება მოლაპარაკება, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული.
იყო მოსაზრება, გაერთიანებულიყო „იბერიას“ მძლავრი თანამედროვე ტექნიკა და რუსთავი 2-ის რეიტინგული გადაცემები.
ახლა გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია, თუნდაც იმაზე საუბარი, როდის მოვახერხებთ ეთერში გასვლას, რა იქნება ახალი არხის სახელწოდება, როგორი იქნება გუნდი, რომელიც ჩვენთან შეიკრიბება და ა.შ", - განაცხადა ნატო ჩხეიძე.