უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 სექტემბერი, 2018 16:40
font-size

ნატო ჩხეიძე : ბატონი ფინანსთა მინისტრი უზრდელი და უხეში არ არის, მაგრამ აშკარად შეუფერებელია თანამდებობისათვის

იბერია ტვ-ის დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრის დღევანდელ განცადებას ეხმიანება და ადასტურებს, რომ ლევან ყიფიანი ნამდვილად მუშაობდა ,,ომეგა ჯგუფში“, თუმცა აღნიშნულში, ნატო ჩხეიძე უკანონოს ვერაფერს ხედავს.

ნატო ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ თავსი დროზე ლევან ყიფიანი ,,ომეგა ჯგუფში“ სწორედ იმისთვის შესულიყო, რომ მოგვიანებით ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებისთვის ასეთი შინაარსის შეთავაზება გაეკეთებინა.

,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ამაზეა ნათქვამი. ბატონი ფინანსთა მინისტრი უზრდელი და უხეში არ არის, მაგრამ აშკარად შეუფერებელია თანამდებობისათვის, რადგან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. თუმცა, როცა ადამიანი საფრთხის წინაშეა, როგორც ჩანს, გონება ებინდება.

როცა ქვეყანაში კრიმინალი ხდება, ბატონო ფინანსთა მინისტრო, ეს უნდა მოიკითხონ სახელმწიფო სტრუქტურებმა. სწორედ ამიტომ, ვისი და რისი თანამშრომელიც არ უნდა იყოს, კრიმინალი სახელმწიფო სტრუქტურების მოსაკითხია, მაგრამ საქართველოში ამ კრიმინალს არ მოიკითხავენ, ბუზსაც ვერ აუფრენენ ლევან ყიფიანს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ კრიმინალს და სხვა კრიმინალებსაც მოიკითხავს ლონდონი და მაშინ ლონდონი მოკითხავს ლევან ყიფიანსაც და მთელ მმართველ შანტრაბასაც.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად მუშაობდა. ახლა რკინიგზაშიც მუშაობს, მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ იყო თანამშრომელი, როგორც ჩანს, შემოგდებული იყო სამთავრობო სტრუქტურებიდან. ის ახლა რკინიგზის თანამშრომელია და მე როგორც მითხრეს, საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს - 28 ათას ლარს. ეს იმ პირობებში, როდესაც ძალიან ადარდებთ პენსიონერებისა და სამხედრო პირების ძალიან მწირი ანაზღაურებები. მიუხედავად ამისა, ასეთ ანაზღაურებას უხდიან, როგორც ჩანს ძალიან ღირებულია მათთვის ლევან ყიფიანი და ამიტომაც არის, რომ 5 დღეა და მეტი დღე გავა კიდევ, რომ ყურსაც არ გაიბერტყავენ. კიდევ ვიმეორებ, ბუზსაც ვერ აუფრენენ ლევან ყიფიანს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შესაბამისი შინაარსის საუბრებს მიმდინარე წლის ზაფხულში ჰქონდა ადგილი.

,,2 მილიონ დოლარზე იყო ლაპარაკი, დოლარებით საუბრობენ. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც ამ თანხას გადაიხდიდა და როდესაც ტელევიზიაში აღარ იქნებოდნენ წვეროსნები, ამის მერე განხორციელდებოდა ის გრაფიკი, რომელიც უკვე დიდი ხანია, წარდგენილია და ამის მერე ამუშავდებოდა ფაბრიკა და მიეცემოდა მარკები ფაბრიკას ასამუშავებლად.

ერთი სიტყვით, ამ კონტრიბუციითა და ტელევიზიის ხარჯზე აპირებდნენ შეესრულებინათ კანონით გათვალისწინებული ქმედებები და არა ის, რომ რაიმე შეღავათი ყოფილიყო. შეღავათს ,,ომეგა ჯგუფი“ არ თხოულობდა არცერთ თავის წერილში“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

აქვე პარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა ქართულ მართლმსაჯულების სისტემას და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა სპეციალისტებს.

,,მე კიდევ ერთხელ ვთხოვ, ეკონომისტებს, ფინანსისტებს, ამ საქმით დაინტერესებულ პიროვნებებს, გამოითხოვონ ფინანსთა სამინისტროდან ,,ომეგა ჯგუფიდან“ ყველა ოფიციალური დოკუმენტაცია, რას ითხოვს ,,ომეგა ჯგუფი“ და რა პასუხებია ფინანსთა სამინისტროდან. ძალიან ვთხოვ, რომ ჩაერიონ, ნახონ და ამხილონ, ვინ არ ამბობს სიმართლეს, რატომ არ ამბობენ სიმართლეს. ამას უკვე სულ სხვა ქვეყნები ამხელენ“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე

18 იანვარი, 2021 , 18:16

ჩემზე რომ რამე კომპრომატი იყოს, ეს კომპრომატი იქნებოდა უკვე დიდი ხნის გავრცელებულიც და გამოყენებულიც, არაერთხელ მქონია განსხვავებული პოზიციები თუნდაც მის მერ დასახელებულ პიროვნებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგ

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი

18 იანვარი, 2021 , 12:25

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკურმა ლიდერმა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის გვერდზე და მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე უწმაწურ კომენტარებს წაშლის. „მეგობრებო, ჩემი

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე

16 იანვარი, 2021 , 15:40

დღეს საქართველო ახალი რეალობის წინაშეა და ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკაშიც იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა დავით საგანელიძემ ჟ

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია

16 იანვარი, 2021 , 12:54

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარ

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია

15 იანვარი, 2021 , 15:45

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. "ბიძინა ივანიშვილი აჩერებდა მ

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი

15 იანვარი, 2021 , 14:10

განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ალეკო ელისაშვილ