უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი

ნატო ჩხეიძე: ჩანს, რაღაც სერიოზული გამორჩა ოცნების მმართველს...
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებას ეხმაურება.
„სერიიდან: ის, რაც ხდება
დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის წარმატებული წევრიო - ბრძანა პრემიერმა ბახტაძემ.
გუნდის წევრიო... და არა კაბინეტის მინისტრიო:)
ახალი სისხლია საჭიროო, იქვე დასძინა მინისტრთა მინისტრმა.
ბატონი სერგეენკოს სისხლის დაძველება მისი რეიტინგის უსაშველო ზრდის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.
ასეა, როცა მავანის რეიტინგი დაუგეგმავად იზრდება, ჩანს, რაღაც სერიოზული გამორჩა ოცნების მმართველს..
ჰოდა, ზომებიც მიღებულია.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ - დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობს. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-ს აქვს.
საკვანძო სიტყვები:
არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს - კელი დეგნანი
5 მარტი, 2021 , 20:13

მის პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი -თეა წულუკიანი
5 მარტი, 2021 , 16:35

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55