უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2017 10:30
font-size

ნატო ჩხეიძე: დიახაც, ეს ჩვენი დროშა შესაცვლელია, მაგრამ შესაბამისი პატივდებით და შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობით!

“სამშობლოს წინაშე პიროვნების სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა მისი ქვეყნის დროშასა და ჰიმნშია გათვალსაჩინოებული”. – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარლამენტარი ნატო ჩხეიძე წერს.

„დროშა, გერბი, ჰიმნი - სახელმწიფოს უმაღლესი ატრიბუტიკაა იურიდიულად, სახელმწოფოს მოქალაქეების უმაღლესი ღირებულება ზნეობრივად, ისეთი, რისთვისაც ადამიანები თავს სწირავენ...

აი, ახლა თითოეულ ჩვენთაგანს რამდენი ზნეობრივი ადამიანი გაახსენდება სახელმწიფო დროშისთვის შეწირული, რამდენი ადამიანი გაახსენდება სახელმწიფო დროშასთან ამაყად მდგარი და გამარჯვებით გაბრწყინებული...

ასეა, სამშობლოს წინაშე პიროვნების სიყვარული, პასუხისმგებლობა და თავგანწირვა მისი ქვეყნის დროშასა და ჰიმნშია გათვალსაჩინოებული.

და თურმე შესაძლებელია, რომ ის 76-მა დეპუტატმა შესცვალოს, ანუ ყველაზე მცირე რაოდენობამ, რადგან , 76-ზე 1-ით ნაკლებიც რომ იყოს, ქვორუმი არ შეგროვდება, სხდომა ვერ გაიხსნება...

რიცხვი 76, დეპუტატების ის რაოდენობაა, ყველა მიმდინარე კანონპოექტის მიღებისთვის რომ არის საკმარისი...

ერთ სესიაზე ასი მაინც რომ განიხილება და სესიის ბოლოს ასივე მიიღება, თუ ოპოზიციის შემოტანილი არ არის.

კანონპროექტთა ასეთ რიგში სახელმწიფოს ატრიბუტიკის ცვლილების ჩაყენება მისი დაკნინებაა, გაპრიმიტიულებაა, აბუჩად აგდებაა...

მე არ მომწონს ჩვენი დღევანდელი დროშა;

ჰიმნს და გერბს არაფერს ვუწუნებ;

არც დროშას დავიწუნებდი, კონკრეტული პარტიის პარტიული დროშა რომ არ იყოს სახელმწიფოს დროშად თავსმოხვეული, პარტია და პატრია( პატრია ლათინურად ხომ სამშობლოს ნიშნავს ) ერთი რომ ეგონათ მენშევიკებივით და ბოლშევიკებივით და პირადი პარტიული დროშა გვიქციეს კიდეც სახელმწიფო დროშად...

მაგრამ მათ გარეგნული, ფორმალური პატივისცემა მაინც დაიცვეს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღეს.

და ახლა რა ხდება?

დროშის შეცვლა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე უფრი იოლი საქმე რატომ გახდა ?

ქვეყნის პრეზიდენტი ხომ სწორედ სახელმწიფო დროშასთან დებს ფიცს?!..

და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება და დროშის შეცვლის დაძლევას მარტო 76- ის?

დიახაც, ეს ჩვენი დროშა შესაცვლელია, მაგრამ შესაბამისი პატივდებით და შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობით!..

და ახლა ნეტავ რატომ აიოლებენ ამ საკითხს ?

ნეტავ როგორი დროშის შემოთავაზებას გეგმავენ?

პარტია და პატრია რომ ერთი იქნება, ისევ ისეთის?

და ისინი 113 ხმასაც ხომ იოლად მოაგროვებენ?

მაშ რატომ აკნინებენ, რატომ აპრიმიტიულებენ, აბუჩად რატომ იგდებენ?.” - წერს ნატო ჩხეიძე.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი შესაძლოა, 76 დეპუტატის თანხმობით შეიცვალოს.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი