უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 მაისი, 2020 16:25
font-size

ნატო ჩხეიძე დიმიტრი ხუნდაძეს: ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენგან ან სხვისგან ასეთ კანონპრექტს, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიცვალოს და იყოს მაგალითად, საპრემიერო არჩევნები

„ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს კანონპროექტში საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მხოლოდ ფორმა, ხოლო შინაარსი არის გარკვეულწილად პარლამენტის დისკვალიფიკაცია? - – ამ კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა.

„ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს კანონპროექტში საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მხოლოდ ფორმა, ხოლო შინაარსი არის გარკვეულწილად პარლამენტის დისკვალიფიკაცია? რადგან პარლამენტის კონსიტუტციური უფლებაა სწორედ, რომ შესაბამისი არგუმენტაციის პირობებში, შესაბამის პერიოდში მთავრობას გადასცეს ის უფლებამოსილება, რაც პარლამენტმა უკვე გააკეთა უკვე ორჯერ.

ხომ არ ფიქრობთ ბატონო დიმიტრი, რომ რადგან კონსიტუტციურ უფლებას უზღუდათ პარლამენტს თქვენი კანონპროექტით, ამდენად კანონპროექტის მიღებისთვის საჭიროა 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა და არა მასზე ნაკლები.

თქვენ არაერთხელ ახსენეთ თქვენს გამოსვლაში პოლიტიკური ეჭვები და ნება მომეცით, გნებავთ რიტორიკული და გნებავთ არარიტორიკული შეკითხვა დაგისვათ, თუკი კანონპროექტს 76 ხმით დღეს მიიღებს პარლამენტი, ხომ არ უნდა ველოდოთ თქვენგან ან სხვისგან ასეთ კანონპრექტს, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები შეიცვალოს და იყოს მაგალითად, საპრემიერო არჩევნები, რადგან ამ ფუნქციის გაუქმებით, თქვენ ფაქტობრივად აუქმებთ პარლამენტის სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებები მთლიანად გადაგაქვთ პრემიერზე”, - მიმართა ნატო ჩხეიძემ დიმიტრი ხუნდაძეს.

საკვანძო სიტყვები:

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი, 2020 , 10:22

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუ

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე