უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2019 16:49
font-size

ნატო ჩხეიძე : ეს არის ჩვენი დროის ხელისუფლების ქმედებების ლაკონური შეფასება: მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა დააქციაო

წინა კვირას დიდი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში ორმა მოვლენამ: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანების ინიციატივამ განათლების სამინისტროს მიერ და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ტერორიზმის მცდელობის დაბრალებამ პროკურატურის მიერ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატამა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთიცა და მეორეც გაუმართლებელი და არაგონივრული და არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.

„საზოგადოების გამოცდა მსგავსი ექსპერიმენტებით ჩვენი მთავრობის არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს.

და კიდევ უფრო არწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს არაკვალიფიციურობა აუცილებლად შესაცვლელია.
ვფიქრობ, განათლების სამინისტროს თითქმის გადაწყვეტილებაზე, აქ, პარლამენტში გავაჟღერო მწერალ როსტომ ჩხეიძის გამოხმაურება, რადგან მწერალის ნააზრევი ყოველთვის მიუკერძოებლად და რელიეფურად აირეკლავს დროის განწყობილებებსა და ტენდენციებს.

“თუ რომელიმე ორგანიზაციას შეიძლებოდა დარქმეოდა წარმატებული ჩვენს დროში, უდავოდ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსაც.

თუ რომელიმე ორგანიზაციას უნდა ეგრძნო თანადგომა და ხელშეწყობა მთავრობისაგან, უდავოდ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსაც.

მაგრამ ეს - სახელმწიფოსათვის შესაფერის გარემოში.

ჩვენში კი, თანადგომასა და ხელშეწყობას ვინ ჩივის, ოღონდ ხელს მაინც ნუ შეუშლიდნენ.
ესეც უნდა მომხდარიყო და მომხდარიყო ყველაზე მიუღებელი ფორმით: სულაც გაეუქმებინათ.
მისი შეერთება მწერალთა სახლთან არსებითად გაუქმების ტოლფასია, რაკიღა ამ ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას ერთმანეთთან საერთო არაფერი გააჩნია ზოგადკულტურული ინტერესების გარდა.
ეს არის ყოვლად მცდარი და გაუმართლებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნაბიჯი.

თუ ექსპერიმენტია - აზრსმოკლებული ექსპერიმენტი.

და თუ შეგნებული გადაწყვეტილება - უბრალოდ ბოროტება.

თუმც... რაღა უნდა გვიკვირდეს ამ ხელისუფლების პირობებში!..

მგელს მგლობა ერქვა და... ტურამ ქვეყანა დააქციაო.”

დიახ, კოლეგებო, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩვენი დროის ხელისუფლების ქმედებების ლაკონური შეფასება: მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა დააქციაო, “ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი