უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 სექტემბერი, 2018 17:10
font-size

ნატო ჩხეიძე : ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე, ტელეკომპანია ,,იბერიას“ ერთერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე იბერია ტვ-სთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს.

ნატო ჩხეიძის თქმით, ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სცადა.

„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვა კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ცნობისთვის, გუშინ „იბერიამ“ სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.

გასულ კვირას ტელეკომპანია საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება და ამ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

საკვანძო სიტყვები:

,,იბერიასა“ და ,,ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ ხდება მიზანმიმართული ზიანის და მავნებლობის მიყენება - ნატო ჩხეიძე

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ,,ომეგასთვის“ ზიანის მიყენება მიზანმიმართულად, გეგმის მიხედვით ხორციელდება. დეპუტატი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებებს და ამბობს, რომ ამ ხელ

ეს განცხადებები არის დამაზიანებელი ჩვენნაირი ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ემშვიდობებოდა კორუფციულ წარსულს - ანა დოლიძე

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძო კორუფციასთან დაკავშრებით არსებულ კითხვებს პასუხები

ბიზნესი დარეკეტებულია და დაშინებული - რომან გოცირიძე

25 სექტემბერი, 2018 , 12:20

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების ბიზნესის მხრიდან მმართველი პარტიის დაფინანსებაზე, ე.წ. შავ ფულსა და კორიფციაზე საუბრობს:  "არაერთხელ დაგვიცავს სიგარეტ

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი - პარლამენტის თავმჯდომარე

24 სექტემბერი, 2018 , 17:32

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე "ომეგას" საქმეზე საუბრისას გააკეთა.. "კარგად გვახსოვს, თუ ვისი სტილია ის.

`საქართველოში კორუფცია იზრდება` - ოლეგ ოსინოვსკი

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოში კორუფციის პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. როგორც ოსინოვსკიმ bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 10 წლის წინ ანუ მაშინ, როდესაც იგი საქართველოში საინვესტიცი

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ახსნა მიეცა, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” ასეთ მდგომარეობაში - ლევან აღდგომელაშვილი

24 სექტემბერი, 2018 , 16:55

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ნათელი გახდა და ახსნა მიეცა იმას, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია ,,იბერია“ ასეთ მდგომარეობაში, - ასე ეხმაურება “ომეგა ჯგუფის” გენერალური მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`