უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 სექტემბერი, 2019 18:00
font-size

ნატო ჩხეიძე: ფურცელზე დაწერილი და ამ დარბაზში გაჟღერებული ხედვები ჩვენს ქალაქებში და სოფლებში სხვანაირად წარმოჩნდება ხოლმე

საინტერესო ხედვები ძალიან კარგია,მაგრამ სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ფურცელზე დაწერილი და ამ დარბაზში გაჟღერებული ხედვები ჩვენს ქალაქებში და სოფლებში სხვანაირად წარმოჩნდება ხოლმე, -ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

„მინისტრობის კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი მოხსენებები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა სამინისტროში არსებულ წარმატებებს და როგროც ბატონმა ანრიმ (ანრი ოხანაშვილი. რედ) შეაფასა, მომავლის საინტერესო ხედვებს. ეს მომავალი სავარაუდოდ, ალბათ ერთი წელიწადია.

საინტერესო ხედვები ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ფურცელზე დაწერილი და ამ დარბაზში გაჟღერებული ხედვები ჩვენს ქალაქებში და სოფლებში სხვანაირად წარმოჩნდება ხოლმე,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატმა შეკითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს.

„ბატონო ვახტანგ, ამ დარბაზში, გაზაფხულზე, თქვენი მოხსენების დროს ბრძანეთ, რომ პანკისის ოპერაციის შემდგომ, ვითარებების შეჯერებისას, თქვენ გქონდათ რეკომენდაციები, რომელიც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გაითვალისწინა. სხვათაშორის იგივე თქვა დახურულ შეხვედრაზე თქვენმა მოადგილემაც. მაინტერესებს, 20 ივნისის მოვლენების დროს გქონდათ თუ არა თქვენ რაიმე რეკომენდაცია, გაითვალისწინა თუ არა ის შინაგან საქმეთა მინისტრმა? და მეორე შეკითხვა, მსგავს ვითარებაში, როდესაც მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს მთავრობის მხრიდან მისთვის არასასიამოვნო მოქმედებაზე, გექნებათ თუ არა თქვენი წინამორბედის მსგავსი ხედვა, მსგავსი მოქმედება? თუ რაიმეს შეცვლით და რას შეცვლით კონკრეტულად? - მიმართა ნატო ჩხეიძემ მინისტრობის კანდიდატს.

დეპუტატმა ასევე შეკითხვით მიმართა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს.

„ქალბატონ ქეთევანმა ბრძანა, რომ მძიმე მემკვიდრეობა ერგო 2008 წლიდან, დარწმუნებული ვარ არსებულ 15 წელსაც მძიმე მემკვიდრეობად მიიჩნევს და არა მსუბუქ მემკვიდრეობად, რაც გამორჩა სამწუხაროდ მის მოხსენებში.

ქალბატონო ქეთევან, ყველანი ვხედავთ და და თქვენ მით უფრო ალბათ, თუ როგორ იწევა ქვეყნის სიღრმისკენ ჩვენი საზღვრები არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდანაც. მე ცხადია, თურქეთი არ მაქვს მხედველობაში. ეს არის ერთადერთი მოწესრიგებული საზღვრები.

მთავარი სწორედ ის არის და თქვენი სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტი, რომ იქ მოსახლეობას რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ ვითარება, რაც თქვენი მხრიდან საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფაში გამოიხატება.

გავითვალისწინოთ უნდა, რომ მოსახლეობა კარგავს საცხოვრებელ ტერიტორიებს და უკეთეს შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფა ვერაფერი ნუგეშია.

რაღათქმა უნდა, მნიშვნელოვანია მშვიდობა და მდგრადი განვითარება, რაღათქმა უნდა გასათვალისწინებელია თქვენი ნათქვამი, რომ მავთულხლართები ვერ შეაჩერებდა ადამიანებს და საერთოდ, სამყაროში ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს ვერ იქნება ნუგეში.

იქნებ გვითხრათ თქვენი კონკრეტული ხედვა, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით და როგორ ემზადებით იმ განვითარებული პროცესებისთვის?“ - ჰკითხა ციხელაშვილს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უცვლელია და აქციები, პიკეტები გაგრძელდება. ,,ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მო

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახე

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე, გამოეხმაურა. "ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის

გონი არ მოეკითხება ივანიშვილს - გიგი უგულავა

6 დეკემბერი, 2019 , 15:20

ქუთაისის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მანამდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კიკვიძის სკვერშ შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი

აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`