უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2021 23:17
font-size

ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას

ივანიშვილისა და მისი ბიჭების ძალადობა და თავგასულობა ამ ორი წლის წინ ასეთივე ჩანაწერებით იხილ-ისმინა მთელმა ქვეყანამ, - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სერიიდან: არარაობა...

ივანიშვილისა და მისი ბიჭების ძალადობა და თავგასულობა ამ ორი წლის წინ ასეთივე ჩანაწერებით იხილ-ისმინა მთელმა ქვეყანამ და ისეთი მოულოდნელი იყო მსმენელისთვის რეკეტიორებად და ბანდიტებად მათი მოხსენიება ზაზა ოქუაშვილის მიერ, რომ გაოგნებას ვერ ფარავდნენ, თუმც დაიჯერეს და დაიჯერეს სწორედ იმიტომ , რომ აშკარა გახდა ივანიშვილის ილუზიონისტობა ვითომ გულუხვობისა და გულისხმიერების ფასადით.

ამიტომაც აღარ ენდო მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს და გვახსოვს მისი ჩამოხეული სახე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ.

მას მერე ბევრი რამ ამოვიდა დღის სინათლეზე, გამომჟღავნდა ივანიშვილისგან წახალისებული ბიჭების თავაშვებულობა და უსაზღვრო კორუფცია თავიანთთვის და... ბიძინასთვის.

უამრავი, ლამის ყოველდღე სულ ახალ-ახალი ფაქტები გვცვიოდა თვალ-ყურ-სახეში ეკრანებიდან და აღარაფერი გვიკვირდა მათი ნამოქმედარი, საზიანოდ ნამოქმედარი, უაღრესად საზიანოდ მთელი ქვეყნისათვის.

და ახლა რაც ვიხილეთ, - ბერა, ირაკლი, ანზორი... იმ ძველი ამბების გაგრძელებაა, იმ ძველის და ამ ახლების, გუშინწინდელის, გუშინდელის...იმ და ამ საზიზღარი და სამარცხვინო ამბების ლოგიკური გაგრძელება.

გასაოცარი სწორედ, - სხვას რას ელოდით, ადამიანებო, ბიძინას შვილისგან?
კვიცი გვარზე ხტისო.

ესაა და ეს.

ოღონდ ისიცაა, რომ ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.

გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ძალიან ძნელი, უფრო სწორად შეუძლებელი.

ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას.

ვერა, ჰოპლას ვერ დაიძახებენ,“-დაწერა ნატო ჩხეიძემ.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი