უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 სექტემბერი, 2018 15:09
font-size

ნატო ჩხეიძე: იყო შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელეკომპანია ,,იბერია“

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელ, დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან იყო პირდაპირი შეთავაზება, რომ დამფუძნებლებს დაეთმოთ ტელეკომპანია ,,იბერია“ და სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოგვარდებოდა, ის ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემები, რომლებიც დღეის მდგომარეობით არსებობს ,,ომეგა ჯგუფში.“

ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ შემოთავაზება ტელევიზიის დათმობასთან დაკავშირებით იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და არსებობს ამის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც ტელეკომპანია ამ ფაქტს აუცილებლად გაასაჩივრებს.

მისივე თქმით, დავა წარიმართება არა ქართულ სასამართლოში, არამედ საზღვარგარეთ.

როგორც ნატო ჩხეიძე ამბობს, ის აპირებს ტელეკომპანიისთვის ბრძოლას და მასში დასაქმებული ყველა თანამშრომლის ინტერესის დაცვას.

,,დიახ, ,,ომეგა ჯგუფი“ უკვე ორი წელიწადია დგას ფინანსური პრობლემების წინაშე, რომელიც არის შექმნილი ხელოვნურად. ეს ცხადია, სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ ამ ბოლო დროს იყო შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია“, - აცხადებს ჩხეიძე.

თუ ვისგან მოდიოდა ეს შეთავაზება, ,,იბერიას“ დამფუძნებელი არ აკონკრეტებს.

,,გასაგებია, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას ყველაზე მეტად ახლა უკვე ეს საკითხი აინტერესებს. რაღა თქმა უნდა, ამას ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით მხოლოდ სასამართლოში და თანაც, არა ქართულ სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში ვიტყვით“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

რაც შეეხება იმას, ულტიმატუმის მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დასახელდა თუ არა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა, ჩხეიძე პასუხობს შემდეგნაირად: ,,პირდაპირ ცხადია არა, მაგრამ მინიშნებით იყო ნათქვამი ის, რომ ,,იბერია“ ,,რუსთავი 2“-ზე უარესია“.

მისივე თქმით, რაც შეეხება მეტ დეტალს, ის მხოლოდ სასამართლოს წინაშე იტყვის. ამასთან, ნატო ჩხეიძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ სად და როგორ აპირებს ტელეკომპანიის ინტერესების დაცვას.

დეპუტატმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განმარტება გააკეთა მეუღლის, „იბერიას“ და ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზაზა ოქუაშვილის დღევანდელი განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ,,კრიმინალურ ბანდაზეა“ საუბარი.

,,მითითება იყო უმაღლეს სახელისუფლებო თუ პარტიულ პირებზე. დიახ, მითითება იყო ნამდვილად“, - დასძინა ნატო ჩხეიძემ.

ცნობისთვის, „იბერიამ “ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანიას გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო.

კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.

გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე -კახა კალაძე

17 იანვარი, 2019 , 00:02

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იაშვილის კლინიკაში განაცხადა, სადაც დაშავებული ბავშვები მოინახ

უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, ყველას ვუსამძიმრებ - მამუკა ბახტაძე

16 იანვარი, 2019 , 23:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მთელ ქვეყანას მიუსამძიმრა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი იაშვილის კლინიკაში გააკეთა, სადაც დაშავებულები მოინახულა. „უ

სია წარმოდგენილია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ - ნინო ლომჯარია

16 იანვარი, 2019 , 15:52

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოში 10-კაციანი სიის წარდგენას კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს. „ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის დაკავშირებული

ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით, მთავარი საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიისგან - დავით ზალკალიანი

16 იანვარი, 2019 , 15:46

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ეკლესიის კომპეტენციაა, მიულოცავს თუ არა ან როდის მიულოცავს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას. "პირველ რიგში, ეს სწორედ საქართველოს

ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები - ნინო ლომჯარია

16 იანვარი, 2019 , 13:41

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცილისწამებას დარეგულირება ან გამკაცრება არ სჭირდება. „ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რადგან რამდენიმე

ეკლესიას კომუნიკაცია ექნება ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას აქვს კავშირი ხელისუფლებასთან - არჩილ თალაკვაძე

16 იანვარი, 2019 , 13:31

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიიის საკითხს გამოეხმაურა.  “მივესალმებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`