უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს
დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სერიიდან: პრემიერი და კარნავალი
გუშინ პარლამენტში კანონპროექტზე იყო მსჯელობა.
ერთი ერთს ამბობდა. სხვა- მეორეს.
ზოგს მოსწონდა. ბევრს- არა.
გადაწყვეტილება ისეთი მიიღეს, ინიციატორები რომ ვერ იმედოვნებდნენ.
ერთი სიტყვით, გუშინ ჩვენს პარლამენტში მოხდა, რაც წესითა და რიგით უნდა ხდებოდეს პარლამენტის მქონე ქვეყანაში.
ჩვენი ქვეყნის პრემიერმა პარლამენტის ამ სხდომას მასკარადი უწოდა.
კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს.
პრემიერი ნაკლები არ უნდა გყავდეს და მით უფრო ამ კორონობისას...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.