კომენტარი


ნატო ჩხეიძე : ხალხი ძალიან ბევრის მომთმენია, მაგრამ როდესაც იმედი დაეშრიტება, საშიშია ხელისუფლებისთვის
როდესაც ასე დაიძაბება ხოლმე ვითარება ქვეყანაში, ეს ყოველთვის არის უსამართლობის ძალიან ძლიერი განცდის შედეგი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ნატო ჩხეიძემ, რომელიცრუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას, ზაზა სალარიძეს თანადგომა გამოუცხადა.
„რუსთაველზე ახლა არის აღშფოთებული ხალხი და რაღა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი უნდა იყოს ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ძალადობის, უსამართლობის წინააღმდეგი.
ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა ძალადობა ჯერ კიდევ 2004 წელს. ეს ხალხი, ეს საზოგადოება ჩვენს გვერდით იდგა, თუმცა მაშინ ხელისუფლება გავგვიმასპინძლდა ტყვიებით. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში - დაემხო ერთი ხელისუფლება სწორედ ამ მუდმივი და სისტემად ქცეული ძალადობის გამო.
როდესაც ასე დაიძაბება ხოლმე ვითარება ქვეყანაში, ეს ყოველთვის არის უსამართლობის ძალიან ძლიერი განცდის შედეგი. ხალხს არ უნდა დაუშრიტო იმედი იმიტომ, რომ ხალხი ძალიან ბევრის მომთმენია, მაგრამ როდესაც იმედი დაეშრიტება, საშიშია ხელისუფლებისთვის.
ვფიქრობ, რომ ხალხს ჯერ კიდევ აქვს იმედი და ვისურვებდი, რომ ხელისუფლება ხალხის ამ იმედს, როგორც ხავსს უნდა ჩაეჭიდოს და დაუთმოს საზოგადოებას, რადგან არც ერთი მინისტრისა თუ თავმჯდომარის სკამი არ ღირს იმად, რომ პროცესები უმართავი გახდეს და მაშინ ყველანი გადავრჩებით,“ - განაცხადა აქციაზე მყოფმა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
16 თებერვალი, 2019 , 12:35

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
16 თებერვალი, 2019 , 11:54

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი
15 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა
15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე
15 თებერვალი, 2019 , 13:35

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:05