უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2017 20:22
font-size

ნატო ჩხეიძე: „ხელისუფლება ვალდებულია, ხალხის საპროტესტო ხმა გაითვალისწინოს!“

„ჩვენი უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, განა, აღარ უნდა დადგეს დრო, როცა შესაბამისი უწყებები ერთმანეთისგან გაარჩევენ ხულიგნობასა და სოციალურ პროტესტს?“ - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის სხდომაზე 19 სექტემბერს, საღამოს, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამართალდამცავებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შიმშილობენ, ბანერის დადგმის უფლება არ მისცეს.

„საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებაა პროტესტის გამოხატვა სიტყვით, უსიტყვოდ, წერილობით. ბანერი სწორედ პროტესტის გამოხატვის წერილობითი ფორმაა, რასაც სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ და მხოლოდ აქციის მონაწილეების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მისცეს მათ ამის უფლება, რასაც შეეწირა „პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტის, ბეჟან გუნავას თავისულება, რომელიც დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით“, - აღნიშნა დეპუტატმა და იმედი გამოთქვა, რომ გუნავას აბსურდული ბრალდება მოეხსნება.

ჩხეიძის თქმითვე, ასეთი მოქმედებები, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში, ხელისუფლების მხრიდან უხეში ტაქტიკური შეცდომაა.

„ხელისუფლება ვალდებულია, მოისმინოს, მოითმინოს და გაითვალისწინოს კიდეც მოქალაქეების კრიტიკული შენიშვნები, ხალხის საპროტესტო ხმა და მოუწოდოს სამართალდამცავებს, რომ კონსტიტუცია ისე უხეშად არ დაარღვიონ, როგორც გუშინ დაარღვიეს და მხოლოდ კანონიერების ჩარჩოში იმოქმედონ,“ - აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო

20 აპრილი, 2018 , 16:10

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცლელებულ ვიდეოს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ვიდეო არასრულწლოვნებმა ატვირთეს. „კადრებში ნათლად ჩა

მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა

20 აპრილი, 2018 , 15:35

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან გა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე

20 აპრილი, 2018 , 15:35

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, რომლის თანახმად კომისია არ იყო უფლებამოსილი, „ნტვ-პლუსისთვის“ ავტორიზაციის გავლის

აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

20 აპრილი, 2018 , 15:35

აგარის ქარხნის თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ. შეკრებილები ქარხნის დახურვას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აგარის ქარხნის თანამშრომლები

თბილისისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 აპრილი, 2018 , 15:35

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, აბელ მაჰერამოვს შეხვდა. შეხვედრას თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი

კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

20 აპრილი, 2018 , 15:35

თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან სა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე