უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ
ჩემი ისედაც მწირი დრო, მინდა დავიწყო პროტესტით, რომ იმ ფურცლებით და იმ რეგლამენტით, რომელიც წარმოდგენილი იყო დღეს პარლამენტში, მაქსიმალურად შეზღუდულია და არავის აინტერესებს დამოუკიდებელი დეპუტატის აზრი, დამოუკიდებელი აზრი და საერთოდ იგნორირებულია ოპოზიციის აზრი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ განაცხადა.
ნატო ჩხეიძის თქმით, ასეთ ფორმატებში კითხვა-პასუხები და სჯა-ბაასი არაფრის მომტანია და წყლის ნაყვას ემსგავსება.
„ის მიღწევა, რომ მინისტრები და პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტში და რომ ეს არის დემოკრატიის მიღწევა, ეს მიღწევა შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ პრემიერს თუ მინისტრებს პარლამენტის კედლებში ვხედავთ. ეს არის და ეს. მობრძანდებიან, თავს იქებენ, თითონ რომ მიღწევებს უწოდებენ, უმეტესწილად ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ მერე წაბრძანდებიან და ოცნების გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მაქსიმალურად იგნორირებულია ოპოზიციის აზრი და არაფრად მიაჩნიათ, რომ არამც თუ გაითვალისწინონ რამე, არამედ მოუსმინონ მაინც. შეკითხვებზე და კონკრეტულ შეკითხვებზე იძლევიან მხოლოდ მოიარებით პასუხებს და მეტს არაფერს და გამოდის, რომ ეს სამი დღე, რაც ჩვენ აქ ვართ და ვუსმენთ მინისტრებს - მინისტრის საათი, ინტერპელაციის დრო და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წყლის ნაყვა. დიახ. დიდი როდინი გვიჭირავს ხელში, დიდი ფილთაქვა და წყალს ვნაყავთ, რადგან შედეგი ამ კითხვა- პასუხით და შედეგი ამ სჯა-ბაასით, ვითომ რომ სჯა-ბაასია აქ პარლამენტში, ქვეყანას არაფერი ერგება და არ ერგება იმიტომ, რომ არის გამუდმებით, გამუდმებით შეხსენება იმისა, რომ ძველები არ ვარგოდნენ. და მერე თქვენი რა ხეირი, კოლეგებო და მთავრობავ, თუკი ძველები არ ვარგოდნენ. თქვენი განსაკუთრებულობა ამით სულაც არ განისაზღვრება.
დავასრულო - არ ვიცი, ეტყობა სპრინტია, ან რაღაც კონკურსში ვმონაწილეობთ, რომ ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ სათქმელი.
ჯერჯერობით სულ ეს არის. მეტის საშუალება არ მაქვს. სხვა დროს სხვა იყოს.“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.