უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2017 21:03
font-size

ნატო ჩხეიძე: „მომავალი მმართველი გუნდი ამ კონსტიტუციას ძირფესვიანად შეცვლის!“

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე იმის გასარკვევად, თუ რატომ დაფიქსირდა მისი ხმა კონსტიტუციის ცვლილებების მომხრეთა სიაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართვს.

„ამ კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ გამოვდიოდი და მხარს რატომ დავუჭერდი?! ეს, როგორც ჩანს, ტექნიკური შეცდომაა, რაც იშვიათი არ არის. ამიტომ, ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მივმართავ და ამ ხარვეზის გამოსწორებას ვთხოვ,“ - აცხადებს მედიასთან საუბრისას დეპუტატი.

ამასთან, როგორც ნატო ჩხეიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, მართალია, სკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, მაგრამ მისი და მისი ოპოზიციონერ კოლეგების მოსზრებები არ იქნა გათვალისწინებული. ამდენად, მადლობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს კონსტიტუციის მიღების შემდეგ გადაუხადა, მხოლოდ მმართველი გუნდის წევრებს ეკუთვნის.

„ეს მადლობა დამსხურებულად მიიღეთ კიდეც დ არანაირად შეგეცილებით,“ - აღნიშნა ჩხეიძემ.

მოგვიანებით, დეპუტატმა სოციალურ ქსელში იმის შესახებ დაწერა, რისი თქმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვის გამოსვლისას, სამ წუთში ვერ მოასწრო:

„თითქმის ერთი საუკუნის წინათ, როდესაც საქართველომ სამ წელიწადში დაკარგა სასელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ეროვნულმა მოღვაწე ქრისტეფორე რაჭველიშვილმა ასე განსაზღვრა ამ ტრაგიკული მარცხის უმთავრესი მიზეზი, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატრიას პარტია ამჯობინაო.

მოგეხსენებათ, „პატრია“ ლათინურად სამშობლოს ნიშნავს.

ასე სხარტად გამოიხატა ის საწუხარი, რასაც ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსები დაბეჯითებით იმეორებდნენ დამოუკიდებლობის წლებში და მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც, ჩამოვთვალოთ და გავიხსენოთ ეს დიდი სახელები: ექვთიმე თაყაიშვილი, რევაზ გაბაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვაც არაერთი - იმეორებდნენ, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების დროს ეფიქრა და ეაზროვნა სახელმწიფოებრივად და არა - პარტიულად, თორემ მოსალოდნელი იყო სავალალო, გამოუსწორებელი შედეგები, რაც კიდევ ახდა მაშინ.

ამიტომაც მისტიროდნენ ილია ჭავჭავაძეს, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, რომლის გაპრეზიდენტებაც სულ სხვაგვარად წაიყვანდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს და აუცილებლად გამოგვიყვანდა ყოველგვარი კრიზისიდან - პოლიტიკური იქნებოდა, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული.

როცა დღეს წამდაუწუმ ვიმეორებთ ილიას სახელს და ოფიციალურ დაწესებულებებში ყველგან გამოკიდებულია მისი პორტრეტი და ფულის ნიშანზეც მისი სურათია აღბეჭდილი, მოვალენი ვართ, მის კვალს მივყვებოდეთ და გადაწყვეტილებას ვღებულობდეთ სახელმწიფოებრივი და არა - პარტიული თვალთახედვით და ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველი საშინაო თუ საგარეო მოქმედების უმთავრესი, ფუნდამენტური პრინციპი.

ახლა კი რა ხდება იმ 26 წელიწადში, რაცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლბა კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ? და რაც ხდება, ეს აისახება თუნდ კონსტიტუციის მიღების გამო განვითარებულ პერიპეტიებში.

ფაქტობრივად, ყველა ახლადმოსული ხელისუფლება თავიდან იწყებს კონსტიტუციის გადასინჯვას და ეს პროცესი მთავრდება იმით, რომ მის ნორმებს არგებს თავის პარტიულ ინტერესებს, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება მის სახელწოდებას: საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუცია, თორემ ეს ნორმები რომ პარტიული დებულებების ნაკრები იყოს, მაშინ არც არაფერი გვექნებოდა სადავო.

ახლა კი სადავოა მთელი რიგი მუხლები და მათ შორის რამდენიმე მაინც განსკუთრებულად.

განსაკითრებული და დამაფიქრებელი კი მმართველი გუნდისათვის ის მუხლები უნდა იყოს, რაზეც სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ინტერესების ოპოზიურ პარტიებს აქვთ საერთო პროტესტი:

იქნება ეს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის წესი თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება თუ საარჩევნო კოდექსის მრავალჯერ აღნიშნული და სრულიად მიუღებელი მუხლები.

ჩვენი ფრაქციის მხრიდან კი დავამატებდით მიწის კანონსაც, რომლის მოგვარებაც სახელმწიფოებრივ აუცილებლობად გვესახება.

თუ ჩვენ გვყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მმართველი გუნდი, გუნდი და არა - რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც სამწუხაროდ უმცირესობაში არიან გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ ეს გუნდი კიდეც გაითვალისწინებს და უნდა გაითვალისწინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების , სამართლიანი მოთხოვნები, და თუ დღეს ასე არ მოხდება და კონსტიტუციას მიიღებენ იმ სახით, როგორც თვითონ ურჩევნიათ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, - და აშკარაა, რომ ეს ასეც მოხდება, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მმართველი გუნდი, რომლის მოსვლამაც, ისე მიდის სქმე, რომ ადვილი შესაძლებელია, შორს სულაც არ გადაიწიოს, დიახ, მომავალი მმართველი გუნდი ძირფესვიანად შეცვლის ამ კონსტიტუციას.

ყველასთვის ალბათ, უკვე ნათელია, რომ ჩვენი ფრაქცია - ” საქართველოს პატრიოტები” მონაწილეობას არ მიიღებს წარმოდგენილი პარტიული კონსტიტუციის კენჭისყრაში და დაელოდება იმ მმართველ ძალას , რომლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება პატრია, ვიდრე პარტია.

და ასეთი მმართველი ძალა პოლიტიკურადაც წინ წასწევს ქვეყანას, სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემებსაც მოაწესრიგებს და თავის კულტურასაც შესაფერისად წარმოაჩენს მსოფლიო ასპარეზზე.

დიახ, ყველაფერს ამას მომავალი მმართველი გუნდი გააკეთებს და რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს ჯერ კიდევ საოცნებოა.“ - წერს ნატო ჩხეიძე.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი