უკან

პოლიტიკა

4 თებერვალი, 2020 19:48
font-size

ნატო ჩხეიძე: ნეტავ ბ- ნი შოთაძის პროექტი რა ვითარებაშია გამქრალი, არ არის საინტერესო?

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს სოციალური ქსელით ეხმიანება.


„ სერიიდან: პროექტები და მათი ფრიი...ფრიი...

ბ - მა შოთაძემ ბრძანა, პროექტის დასაფინანსებლად შევხვდი ბიძინა ივანიშვილსო, მაგიტომ მივედიო მის ბიზნეს ცენტრშიო, (ამავდროულად საცხოვრებელი სახლი რომ არის) და იქ სხვებიც რომ დამხვდნენ, გამიკვირდა და ჩუმად ვიყავიო.

საგანმანათლებლო პროექტი იყოო ის პროექტიო.
და,
სავარაუდოა, რომ გამართული და დასრულებული უნდა ყოფილიყო, რადგან დაფინანსებაღა კლებია.

და სად არის ის პროექტი?

მაშ, გაასაჯაროოს პროექტი ბ- მა შოთაძემ.

მე თუ მკითხავთ, არსადაც არ არის საგანმანათლებლო პროექტი.

არ არსებობს და იმიტომ.

გაგახსენდებოდათ, ჩემი არ იყოს, ოქუაშვილი იმიტომ იყო ჩემთანო, ივანიშვილმა რომ აგვიხსნა, რომ ჩხარტიშვილს და ოქუაშვილს პროექტი ჰქონდა თამბაქოს შესახებო და მე უნდა დამეფინანსებინა 4 მილიონადო.

მერე რომ მოჰკითხეს, სად არის ის პროექტიო, ასე ახსნეს, ოქუაშვილმა წაიღო და ფილიპ მორისს მიჰყიდაო.

აბაა, ერთადერთი ცალი პროექტი ჰქონიათ და ისიც გამქრალა ქვეყნიდან.

ნეტავ ბ- ნი შოთაძის პროექტი რა ვითარებაშია გამქრალი, არ არის საინტერესო?

საინტერესოა!..“ - წერს ნატო ჩხეიძე.

ცნობისთვის: გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე მოსმენისას დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ვანო ჩხარტიშვილისა და მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო ბიზნეს დავაზე იყო ლაპარაკი.

„მე ვიყავი მთავარი პროკურორი და ვიყავი პირად საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო კერძო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე შეხვედრას არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი“, - განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, ეს პროექტი პირდაპირ არ იყო კავშირში პროკურატურასთან. „საკითხი იყო დაკავშირებული იურიდიულ განათლებასთან“.
შეგახსენებთ: მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 12 სექტემბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამოტანა სთხოვა. ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი