პოლიტიკა


ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
„უკვე დიდი ხანია, ისეთი პირი უჩანს,რომ არა მარტო ელისაშვილ-იოსელიანი, არამედ გირჩის განაყოფიც: ხვიჩია-მეგრელიშვილ-რაქვიაშვილის სახით ოპოზიციის ოპოზიციად არის ჩამოყალიბებულ-გამწესებული,“ - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე აცხადებს.
„სერიიდან: ის, რაც ხდება - ჯანსაღი დივერსია
უკვე დიდი ხანია, ისეთი პირი უჩანს,რომ არა მარტო ელისაშვილ-იოსელიანი, არამედ გირჩის განაყოფიც: ხვიჩია-მეგრელიშვილ-რაქვიაშვილის სახით ოპოზიციის ოპოზიციად არის ჩამოყალიბებულ-გამწესებული.
ეს ხუთეული ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ რა არის?..
თან ოპოზიციას ირქმევენ, არ გვცილდებიან, და თან ცილისწამებებსაც იქვე აჩხრიალებ/ახრიალებენ...
არანაირი გეგმა არა აქვთო,
რევოლუცია უნდათო,
გვემუქრებიანო,
პოლიტიკანები არიანო...
და , ცხადია, ძალიან მაღალი პიედესტალიდან გვიცხადებენ საკუთარ, დამოუკიდებელ, და თავისუფალ მოსაზრებებს.
მედიასაც მეტი რა უნდა:
როგორია თქვენი აზრი ბატონო იაგო?
რას გეგმავთ ბატონო ვახო?
რა მიზნები გაქვთ ბატონო სანდრო?
რას აპირებთ ბატონო ალეკო?
რა გვეტყვით ბატონო ლევან?
ტრიალებენ კამერა/მიკროფონები და ბზრიალებს ეს ხუთეულიც დაუღალავად: გვიმხელენ აზრებსაც, გადაგვიშლიან გეგმებსაც, გვაწვდიან იდეებსაც, გვაშველებენ მოქმედების გეზსაც და გვიბეჯითებენ მომავლის მომავალსაც.
თანაც ხომ გვამცნეს, რომ ჯანსაღები ესენი ყოფილან...
ასე დაგვიბარა ივანიშვილმა და ასე იმეორებს ოცნების პარტიაც.
ჰოდა, ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
თუმც, გააჩნია, რომელი რაკურსიდან შეხედავ,“ - წერს სოციალურ ქსელში ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00