უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 სექტემბერი, 2020 17:30
font-size

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე.

„ოცნების მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგია ეს გამუდმებული ბორდერიზაცია.

ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი: ათლიან და ათლიან მიწას ჩვენს ქვეყანას, კლავენ და ჭრიან ადამიანებს, ანადგურებენ გარემოს, გლოვა და შფოთია ოჯახებში, შიში დასადგურებულა საყდარში ლოცვისას თუ ცხვრის მწყემსობისას თუ ხილის კრეფისას, კარში გასული მიბრუნდება თუ ვეღარ თავის სახლ-კარში, არავინ იცის...

ომიც მეტი რაღაა და ეს კი, რაც ჩვენში ხდება, ცალმხრივო ომია.

გამოსაჩხრეკი მარტო ისაა, ჩვენი მთავრობის საიდუმლო თანხმობით ხდება ეს ბორდერიზაცია თუ თვალნათლივი კაპიტულანტური პოლიტიკით.

ჟენევის მორიგი დიალოგისას მწვავედ დავსვამთ ამ საკითხსო, ყასიდი ვიშვიშით გვაიმედებენ და მშვიდად აგრძელებენ თავ- ყბის ფათურს ერის ისედაც გაძვალტყავებულ ქონებაში.
.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ჩავაყენეთ საქმის კურსშიო, ყბის მოქნევისთანავე ამასაც დააყოლებენ და ელიან...თითქოს მართლაც რაღაცას ელიან.

ვინ რას იდიალოგებს და ვინ რად გაირჯება, შენ თუ არაფერს აკეთებ, შენ თუ ხელს არ გაანძრევ, ვინ რას გიშველის.

ამათ კი შველა არად ენაღვლებათ.

ელიან...

დგანან და ელიან...

31 ოქტომბრამდე ოცნებელების ამ ჩუმ თანხმობას უნდა ვუყუროთ, თუ სულ არ შემოგვერღვა ჩვენი სამშობლო მანამდე...

31-ში კი თავიანთ უღირს გზას უნდა გავუყენოთ მხოლოდ რაუნდების მომლოდინე ეს კაპიტულანტები,“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

2 სექტემბერი, 2020 , 14:35

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ "მთავარი არხი" იტყობინება. ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბ

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

2 სექტემბერი, 2020 , 11:30

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში - ატოცში, დვანშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.