უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2020 12:38
font-size

ნატო ჩხეიძე: ოპოზიცია ერთიანია, ახლა თავს არავინ არ მოიხერხავს რომ ორი დღით იქ პარლამენტში დარჩეს, თუ გინდათ ერთი თვით

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე „მთავარი არხის“ გადაცემაში "დღის სტუმარი" გამოეხმაურა დავით მათიკაშვილის განცხადებას, რომ "ოცნება" პარლამენტში მარტო არ იქნება.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პოლიტიკური მარცხის გადასაფარად, შესაძლოა ოპოზიციის გადაბირება სცადოს ან, თვითონ, "ქართული ოცნება" გაიყოს.

"ყველანაირად შეეცდებიან გადაფარონ თავიანთი საშინელი პოლიტიკური მარცხი, შესაძლოა ამისთვის ოპოზიციიდან რაღაცა სცადონ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ოპოზიცია ერთიანია, ახლა თავს არავინ არ მოიხერხავს რომ ორი დღით იქ პარლამენტში დარჩეს, თუ გინდათ ერთი თვით. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მათ შიგნით შექმნან ოპოზიცია ან შესაძლოა გამოეყოს ვინმე მაგალითად ბატონი მათიკაშვილი და იყვნენ ორი.

"ქართული ოცნება" ახლა იქცევა როგორც პირველი თაობის ბოლშევიკი, არავინ არ უნდათ. ასე იქცეოდნენ პარლამენტშიც, ერთი სული ჰქონდათ როდის გავიდოდა ის ხუთი წუთი, როცა ოპოზიციიდან ვინმე საუბრობდა, ეს მენტალობა მათ უკვე ჰქონდათ .. ასეთ უკიდეგანო ძალადობას აუცილებლად მოყვება ის, რომ როგორც პარტია, ისინი აღიგვებიან და როგორც ადამიანები იცოცხლებენ, მაგრამ პატივისცემა მათი არავის არ ექნება, "- თქვა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ გადაცემაშივე, ივანე ბურდულს, ცესკოს ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არ გამორიცხავს "ოცნებამ" ბურდულის მიმართ პოლიტიკური რეპრესიები წამოიწყოს, რადგან ცესკოს სხვა თანამშრომლებისთვის ივანე ბურდულის გადაწყვეტილბა არ იყოს მისაბაძი. ნატო ჩხეიძემ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, ისევე დაიცვან ბურდული, როგორც თავიანთი ხმები.

"მე იმედი მაქვს, რომ ივანე ბურდულის მსგავსად მოიქცევიან ნელ-ნელა ცესკოს სხვა წევრებიც, რადგან იმ დანაშაულში ასე აშკარა ჩართვა, რაც ნელ-ნელა გამჟღავნდება და ეს არჩევნები ჩაითვლება გაყალბებულად, ცხადია ადამიანებს აღარ უნდათ მონაწილე იყვნენ ამ დანაშაულისა."- ამბობს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია - ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი