უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2019 18:35
font-size

ნატო ჩხეიძე: პატრიარქთან ტრაპეზის ერთი დღე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში კათოლიკოს - პატრიარქთან, ილია მეორესთან ტრაპეზის დღეს იხსენებს.

„ჩემი ჩანაწერების სკივრი “დროდადრო” ერთობ იშვიათად იხსნება ხოლმე კრებულად შეკვრამდე.

აი, ახლაც ერთი დღე ამოტივტივდა,
პატრიარქთან ტრაპეზის ერთი დღე.

ალბათ მთლად უადგილოდაც არ გამხსენებია ეს დღე ახლა.

სწორედ ახლა.

ჩანაწერების კრებულად აკინძვამდე.

მაშ ასე:

2013 წლის 3 მარტი

მამა გიორგის ვთხოვე პატრიარქთან შეხვედრა.

სოსო ოხანაშვილი ყველაფერში დარწმუნებული კაცის შემპარავ- მკაცრი ტონით მეუბნებოდა, “ ჩვენ ახლა BMჭ უნდა გავყიდოთ, არ არის პატრიარქის შესაფერისი და თანაც სათანადოთ დაცული, დავამატებთ რამდენიც საჭიროა და როლს- როისი ჩამოიყვანეთ”-ო.

არ მესიამოვნა.

მაგრამ არაფერი ვუთხარი.

არც დავპირდი, არც ვიუარე, მაგრამ მამა გიორგის კი მაშინვე პატრიარქთან შეხვედრა ვთხოვე.

მამა გიორგი კონფერენციაზე მიდიოდა სტამბულში, მაგრამ ჩემი აუდიენცია მოაგვარა და შორენას და მამა თეიმურაზს სთხოვა ჩემთვის ყური ეგდოთ.

საპატრიარქოში მივედი დანიშნულ დროს.

შორენამ ბოდიში მომიხადა, იდაკრძალვაზე მიდიოდა და დიდ დარბაზში შემიძღვა, ტრაპეზამდე აქ იყავით და პატრიარქიც მალე მობრძანდებაო.

შევედი, მივიხედ- მოვიხედე.

დარბაზში სამი ქალბატონი ზის, ერთი, ასე, ჩემი თაობის ( ნანა), მეორე- 10 წლით უფროსი ( უკრაინაში მცხოვრები ტარიელის მეუღლე ) და მესამე- კიდევ 10 წლით უფროსი ( ორივეს და განსაკუთრებით მეორეს მეგობარი). სამივენი ჩაცმულ- დახურულ-აქსესუარებ-სამკაულიანნი).

ნანა ტელეფონზე საუბრობს, ("ჰო, როგორა ხარ? გილოცავ დედის დღეს. მე ახლა საპატრიარქოში ვარ ტრაპეზზე, პატრიარქთან, საღამოს გამოგივლი და ა.შ.)

ვსაუბრობთ საქართველოსა და უკრაინის ამინდზე, ატმოსფერულზეც და პოლიტიკურზეც,- უკრაინაში ცივა, აქაც აცივდა, აღარ მოსწონთ სააკაშვილი, შედარებით მოსწონთ ივანიშვილი და გაცილებით მოსწონთ იანუკოვიჩი.

15 წუთში პატრიარქი მობრძანდება, შემოვა დარბაზში, პატივისცემით შეხვდება ქალბატონებს, მოიკითხავს ტარიელს, მე გამიღიმებს, მაკოცებს, მოიკითხავს ზაზას და წამობრძანდით, ჩაი ერთად დავლიოთო, გვეტყვის.( ყოველთვის ასე ბრძანებსხოლმე, ჩაი დავლიოთო და მერე ტრაპეზზე არის სადილი, სასმელი და ყავა).

ტრაპეზმა წყნარად ჩაიარა,პატრიარქმა პარიზში შესრულებული კონცერტის ნაწყვეტები და " ავე მარია" მოგვასმენინა. პატრიარქის სადღეგრძელოს მერე( თამადობა რეზო ამაშუკელმა იკისრა) ასე თქვა:

-თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით, ვიტრაბახოო. პატრიარქმა ღიმილით მიუგო: დიახ, რა თქმა უნდაო და დასძინა, როგორც ყოველთვისო და ამაშუკელმა მოგვიყვა, რომ ოსებს ვლადიკავკაზში ჩაუტარებიათ კონფერენცია და ჩამოსული იყვნენ 27 ქვეყნიდანო და მას გადასცეს საპატიო დიპლომი და მერე ითქვა საქართველოს სადღეგრძელო. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყველა ადამიანი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და აქედან იღვაწოს თავისი ქვეყნისთვისო.

ტრაპეზი რომ დამთავრდა, მე ვუთხარი,- თქვენო უწმინდესობავ, ნება მომეცით გესაუბროთ... მანქანების შესახებმეთქი

და აქ დაიცადეო, მითხრა, ნელ- ნელა გამოემშვიდობა ყველას და გვერდით დარბაზში შემიძღვა.

-თქვენო უწმინდესობავ, თქვენმა დაცვის უფროსმა სოსომ მითხრა, რომ მინდა მანქანა გამოვცვალოთ და პატრიარქის საკადრისი შევიძინოთო, როლს- როისიო.

- слишком, და შენ რას იტყვი?

- თქვენო უწმინდესობავ, ღღ მართლაც საუკეთესო მანქანაა, მაგრამ საქართველოში ძალიან იყვირებს და სალაპარაკოს გახდიან,სამწუხაროდ, ცუდი ადამიანი ცოტა არ არის ამ ჩვენს საწყალ ქვეყანაში.

-ჰო, არ შეიძლება.

- ჩვენ შეგვიძლია ის მანქანა გამოვცვალოთ, უფრო გრძელი იქნება, სავარძელი კარგად იმოძრავებს და ძალიან კარგი აუდიო ექნება სუფთა ბგერის მოსასმენად.

-აი, ცოტა გრძელი ძალიან კარგი იქნება, რომ ფეხები გავშალო. და იცი, ხერხემალი მტკივა, რომ ვზივარ, არაფერი, მაგრამ როცა ვდგავარ, ძლივს ვდგავარ, რადიკულიტიაო... ნერვიაო... რა იქნება ნეტავ?

-შეიძლება დისკოზია? გამოსაკვლევი იქნება. მე შალვას ვიცნობ, პეტრიაშვილს, მასაც ვკითხავ...

- იცნობ ხომ? შალვა კარგი ადამიანია.

- ყველაფერს გავარკვევ, ყველაფერს ვიღონებ... - შეწუხებული და დაბნეული ვამბობ.
შალვას უნდა დავურეკო, იქნებ საერთო მდგომარეობა მითხრას და თუ რამე იცის ამ საწუხარის შესახებ, რაღაც დიაგნოზისმაგვარი რომ სპეციალისტები იქნებ მოიკითხოს ზაზამ...

აღარ ვიცი რა ვქნა. რაღაც უნდა ვიღონო... ძალიან შევწუხდი, როგორ უბრალოდ შემომჩივლა?.. როგორ მწარედ დაიჩივლა?..

ისევ 3 მარტი

შორენა მირეკავს, როგორ ჩაიარა ტრაპეზმაო?

ვუთხარი, როგორც იყო და შორენა აღფრთოვანებული მეუბნება:- მართლა ეგრე უთხარი პატრიარქს? აი, პირდაპირ ეგრე უთხარი არ ჩამოვიტანთ როლს- როისსო, სწორედ ეგრე უთხარი? როგორ მიყვარხარ. რომ დაბრუნდები, აუცილებლად შევხვდეთ. როგორ მიყვარხარ.

მამა გიორგი მირეკავს სტამბილუდან.

- ნატო, ხომ ყველაფერი ისე იყო, როგორც დავიბარე?

მამა თეიმურაზი ხომ დაგხვდა? და შორენას ხომ შეხვდი?

და ტრაპეზი ხომ...? და როგორ იყო?

- გმადლობთ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დაიბარეთ.

მერე მე მოკლედ ვუყვები რა და როგორ იყო პატრიარქთან საუბარი და მამა გიორგი:

- ღმერთმა დაგლოცოს, ნატო. უთხარი ხომ პატრიარქს? უთხარი ხომ ასე პირდაპირ?.. როგორი ჯანსაღი სულის ადამიანი ხარ, და შორენაც როგორი ჯანსაღი ადამიანია... ამიტომ მიყვარხართ. ღმერთმა დაგლოცოს, ნატო, ღმერთმა დაგლოცოს.

როგორ ღელავდნენ, შორენა და მამა გიორგი, როგორ განიცდიდნენ და ვერც ვერაფერს ღონობდნენ. დაცვაა ის სოსო და ამბობს, ასე უკეთ დავიცავო და როგორ გინდა შეეწინააღმდეგო?..არადა, უნდა შეეწინააღმდეგო ... და ღელავდნენ.

როგორ ვღელავდი მეც. მაგრამ პატრიარქის დაცვის უფროსის გავლენიანობა მე უფრო ადვილად გადავლახე...

ახლა: მამა გიორგი დამშვიდდა, შორენა დამშვიდდა,მე დავმშვიდდი,
სოსოც დაშოშმინდება, აბა რას იზამს.

ასე დამთავრდა ესე ამბავი 2013 წლის 3 მარტისა.

წერტილი.

მინაწერი 2019 წლის 1 ნოემბერს.

ეს “წერტილი” მაინც რამ მათქმევინ/დამაწერინა წინადადების ბოლოს,

ბ- ნი გახარია მაშინ ჰორიზონტზეც არ მოჩანდა.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 14:20

კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, კონტროლდება თითოეულ

არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის რეფორმიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ

3 ივლისი, 2020 , 12:55

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის რეფორმიდან, მათი თქმით, ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ამერიკის შეერთებული

ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის

ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომლის ბილეთში ემიგრანტებს არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად

ივნისში ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ით გაიაფდა - „საქსტატი“

3 ივლისი, 2020 , 11:55

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა. კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა

თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს

3 ივლისი, 2020 , 11:30

თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე