უკან

პოლიტიკა

27 მაისი, 2020 16:05
font-size

ნატო ჩხეიძე პრემიერს: ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება

თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას ამ ძნელბედობის ჟამს მართავენ“.

- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც დღეს პარლამენტში ანგარიში წარადგინა.

„ბატონო პრემიერო, რომ მქონდეს იმის მოლოდინი, ნათლად და მიუკიბ-მოუკიბავად უპასუხებდით შეკითხვებს, მაშინ გკითხავდით მაგალითად, რა დახმარებას ჰპირდებით ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოჯახებს კი არა, საკუთარ თავებსაც ვეღარ ინახავენ. რა ცნობებს მოელით მათგან? შეგეკითხებოდით, მაგალითად, მადლობისა და ტაშის შემდეგ, რა დახმარება შეგიძლიათ, გაუწიოთ დღე-ღამე მომუშავე სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით, იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მიზერულ თანხაზე მუშაობენ. რა მიზეზი ჰქონდა თქვენს საბჭოს, როდესაც სახლებში წიგნის მიტანა აკრძალა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში სახლში დარჩენილი მოსახლეობისთვის წიგნი ნუგეშის, განათლებისა და ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნის საშუალება იყო, ჩვენთან კი, ეს არ გახლდათ. აღარ შეგეკითხებით იმას, თუ ამ უამრავი დროის განმავლობაში, მუდმივი დაპირების მიუხედავად, რატომ არ არის წარმოდგენილი ბიუჯეტი, კრიზისის შესაბამისად შეცვლილი, ხოლო რაც გაკეთდა იმ ბიუჯეტით, ნეპოტიზმისა და კორუფციის უამრავ კითხვის ნიშანს შეიცავს, რაც აქ კიდეც გაჟღერდა, ეს არის ფასების მატების, საამაყო პირბადეების, თუ სხვადასხვა შესყიდვების სახით.

კიდეც რომ გკითხოთ ბატონო გიორგი, თქვენგან მოვისმენ მენტორულ პასუხებს, რომ „ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ეს შეკითხვა უაზრობაა, მასკარადს ვხედავთ“ და ასე შემდეგ. ბოლოს აუცილებლად იტყვით - „წერტილი“. სად ვითვალოთ თქვენი წერტილები ბატონო გიორგი. ამიტომ, არც კი ვიცი, უნდა მოვისმინო თუ არა თქვენი პასუხები.

კიდევ ერთი, თქვენი მთავრობის მუშაობის შემხედვარე აუცილებლად გაახსენდება ადამიანს რობერტ ბერნსის ერთი ფრაზა, ლექსია და მინდა ფრაზა ვთქვა. ვფიქრობ, რომ ის ესადაგება თქვენი მთავრობის მუშაობას და თქვენი ნებართვით ვიტყვი: „ცხენების ჩონჩორიკს რომ უნდა ხვეტავდნენ, ისინი ქვეყანას ამ ძნელბედობის ჟამს მართავენ“. ძნელბედობაა ბატონო გიორგი ახლა და თქვენი „წერტილები“ ჩვენს მოსახლეობას ვერაფერში დაეხმარება“, - მიმართა ნატო ჩხეიძემ გიორგი გახარიას.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე