უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 მარტი, 2019 16:55
font-size

ნატო ჩხეიძე: ქართული ანდაზა ბ- ნი ოხანაშვილისთვის სამომავლოდ: სანეკრეს რომ ნახავ, ნახტომიც უნდა მოზომოო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩაწერის მომხრე არ იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ახლადდაწინაურებულ ბ- ნ ოხანაშვილს ალბათ ჰგონია, რომ ქვას გახეთქავს , ისეთი საიდუმლო გაამჟღავნა.

თუ მომხრე არ იყო ივანიშვილი, როგორ ჩაწერეს სიაში ბესელია?

თუ ჩაწერეს, გამოდის, რომ დაითანხმეს.

თუ დაითანხმეს, ესე იგი, მომხრე გამხდარა.

აბა, მომხრე არ იყოო, რატომ გვარწმუნებს ახალგაკომიტეტთავმჯდომარეებული?

თუ ივანიშვილი რაღაც ეტაპზე არ იყო სიაში ბესელიას ჩაწერის მომხრე, ალბათ იმიტომ, რომ გული უგრძნობდა, როცა იქნებოდა უსიტყვოდ აღარ დაემორჩილებოდა ივანიშვილს ბესელია...

მაგრამ დათანხმება მოუხდა, რადგან, ასევე ჩემი ვარაუდით, ალბათ აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავდა:)

გახსოვთ ხომ ბ- ნი მდინარაძის განცხადება, ეკა რომ 10 ათასებს იღებდა, მე ხუთასი მქონდაო:)

ა, ბატონო რამხელა სხვაობა ყოფილ კვალიფიკაციაში:)

და ხუთასლარიანი იურისტების იმედად ხომ ვერ იქნებოდა მმართველი გუნდი?:)

სხვა რა გზაღა ჰქონდა , - დათანხმებულა ივანიშვილიც...

მაშასადამე, ოხანაშვილის სენტენცია, რომ : ივანიშვილი არ იყო მომხრე,- არის არასწორი.

სწორია ჩემი ვარაუდი და ისტორიული ლოგიკა:

ივანიშვილი იყო მომხრე.

და ბოლოს, ქართული ანდაზა ბ- ნი ოხანაშვილისთვის სამომავლოდ: სანეკრეს რომ ნახავ, ნახტომიც უნდა მოზომოო.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ - ამირან გამყრელიძე

24 ივნისი, 2021 , 15:27

როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტის

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი

24 ივნისი, 2021 , 12:58

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ვაშინგტონში იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ იქ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შეხ

ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა - ვახტანგ გომელაური

23 ივნისი, 2021 , 13:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს. „ვმუშაობთ ამ თემაზე. მნიშვნელოვა

მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ეს არის შეთანხმების ის ნაწილი, რომელზეც თავად „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელი მოწერილი - ხატია დეკანოიძე

22 ივნისი, 2021 , 17:12

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას. „რა თ

პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს - კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნაზე

22 ივნისი, 2021 , 14:18

შეთანხმება შეთანხმებაა და პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს ვიდრე სასამართლო რეფორმაზე დებატები არ გაიმართება, - ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით. ,,ჩემს მოწოდ

მზად ვართ განვიხილოთ, ღამის კლუბების დასახმარებლად რა შეიძლება გაკეთდეს - ნათია თურნავა

22 ივნისი, 2021 , 13:11

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სამინისტრო მზად არის, რომ კლუბების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს, რათა იმსჯელონ, შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით, რა შეიძლება გაკეთდეს სექტორისთვის. "ჩვენი ეპიდემიოლოგების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი