კომენტარი


ნატო ჩხეიძე - ქვეყანაში არის უკანონო, არალეგალური ბიზნესსაქმიანობა, რომელიც აზარალებს `ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთ კომპანიას
ტელეკომპანია "იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარლამენტარი და ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამუფუძნებელი ნატო ჩხეიძე.
"ის, რაც 2004 წელში მოხდა, ნიღბებით და ავტომატებით შემოჭრა ტელეკომპანიაში, ეს არ მომხდარა. როცა ვთქვი, არ მომხდარათქო, მე ვგულისხმობდი ასეთ პირდაპირ ზემოქმედებას და ძალმომრეობას.
რაც ხდება ახლა, ხდება ის, რომ ქვეყანაში არის უკანონო, არალეგალური ბიზნესსაქმიანობა, მულტინაციონალური ფირმების მხრიდან, ასევე მცირე საწარმოების მხრიდან. ეს არალეგალური, უკანონო საქმიანობაა, რომელიც აზარალებს "ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთ კომპანიას, საქმის კურსში არიან პარლამენტის კომიტეტიც, მთავრობაც, სასამართლოც. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს, იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობითაც, ასეთი საქმიანობა გრძელდება.
მთავრობაც და პარლამენტიც არის იმიტომ, რომ არალეგალური საქმიანობა აღიკვეთოს და იმედი გვაქვს, რომ ეს უნდა აღიკვეთოს. თუ არ აღიკვეთება და არ მიექცევა ამას სათანადო ყურადღება, არის ორი მიზეზი: ერთი - სრული უუნარობა და მეორე - რაღაც გამიზნული ქმედება.
როგორც ჩანს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა გაიაზრეს, გააანალიზეს ის ვითარება, რაც შექმნილია და როგორც ჩანს ჟურნალისტებმა უფრო სწრაფად და სწორად გააანალიზეს, თუ სხვებმა არა, და გამოიტანეს ის დასკვნა, რაც გამოიტანეს და რაც თქვეს და მეც მოვისმინე,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
16 თებერვალი, 2019 , 12:35

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
16 თებერვალი, 2019 , 11:54

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი
15 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა
15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე
15 თებერვალი, 2019 , 13:35

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:05