უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 სექტემბერი, 2019 14:05
font-size

ნატო ჩხეიძე: რასაც დავით აღმაშენებელმა მთელი ცხოვრება შესწირა, ბატონ ბახტაძეს ერთ წელიწადში უქცევია რეალობად

სამთავრობო ცვლილებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა სისტემაში ხდება ცვლილება, ძირეული ცვლილება ხდება და არა მოჩვენებითი და სუროგატული, რასაც ახლაც აშკარად ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებები, კერძო ინტერესებზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ მზრუნველობაზე.

„დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია სამთავრობო ცვლილებებით იწყება ქვეყანაში. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მორიგი სამთავრობო ცვლილება მეოთხედ ხდება პრემიერის გადადგომით. ამჟამად იმ პრემიერის გადადგომით, რომელმაც, მისივე მტკიცებით უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა ქვეყანა და პირველმა შექმნა საქართველოს საშინაო და საგარეო სტრატეგია, რაც, პრემიერისავე განცხადებით, ამ დრომდე არ გააჩნდა ახალგაზრდა დემოკრატიულ ქვეყანას ანუ საქართველოს.

თუ ეს ასეა, მაშინ როგორ ელევიან ქართული ოცნება და მისი ლიდერი, ბ- ნი ივანიშვილი ასეთ ფიგურას?

რასაც დავით აღმაშენებელმა მთელი ცხოვრება შესწირა, ბატონ ბახტაძეს ერთ წელიწადში უქცევია რეალობად.

სინამდვილეში კი ხალხი ხედავს, რომ არავითარი სასიკეთო მნიშვნელობა არ გააჩნია ამ და მსგავსს ცვლილებებს, რომელიც კერძო ინტერესებზე უფრო მიანიშნებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ მზრუნველობაზე,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ყოველი სამთავრობო ცვლილების შემდეგ უარესისა და უარესისკენ მიდის საზოგადოების ყოფა.

„უფრო მეტიც, ყოველი სამთავრობო ცვლილების შემდეგ უარესისა და უარესისკენ მიდის საზოგადოების ყოფა, სრულიად უფასურდება ეროვნული ვალუტა, სახელმწიფო საზღვრები ყველა მხრიდან მოიწევს ქვეყნის სიღრმისკენ, იზრდება ემიგრაცია, მცირდება დემოგრაფია, იზღუდება თავისუფალი და ალტერნატიული სიტყვა, იზრდებ კრიმინალი, იდევნება ბიზნესი, ღრმავდება ნიჰილიზმი.

სამთავრობო ცვლილებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა სისტემაში ხდება ცვლილება, ძირეული ცვლილება ხდება და არა მოჩვენებითი და სუროგატული, რასაც ახლაც აშკარად ვხედავთ. ასეთ უმძიმეს პირობებში მარიონეტული ფიგურების გადაადგილებას არავითარი დადებითი მნიშვნელობა არ აქვს და სიკეთეს არავის მოუტანს, - არც ხალხს, არც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს.

მით უფრო, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ყოვლად არასასურველი პირის გაპრემიერება, ბ-ნ გახარიას კანდიდატურაზე მოგახსენებთ, - მხოლოდ გააღრმავებს წინააღმდეგობასა და პოლარიზაციას ხელუსუფლებასა და ხალხს შორის.

წესით, ხელისუფლება ასეთ პროცესს უნდა ერიდებოდეს, თუ რაიმე პროვოკაციას თვითონვე არ გეგმავს. და თუკი ასეთი განზრახვა აქვს, უპირველესად მისთვისვე დამთავრდება საბედისწეროდ.

რატომ იმოკლებს არსებობის დღეებს „ქართული ოცნება“ და რატომ აძლევს სადავეებს ოპოზიციას, ძნელად ასახსნელია, მაგრამ ეს აშკარად სახიფათო თამაშია და საკუთარი ხალხის, საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი მოსახლეობის უპატივცემლობა და მეტიც, აბუჩად აგდებაა. ისედაც დაძაბულ ვითარებას, როგორც ჩანს, შეგნებულად კიდევ უფრო ძაბავს ქართული ოცნება, ბ- ნი გახარიას დანიშვნით, რასაც უთუოდ მოჰყვება შესაბამისი მწვავე კრიტიკა და რეაქცია ჩვენს ქვეყანაში.
უკვე ვიხილეთ დღევანდელი სესიის დასაწყისი და პროტესტი, რაც, ჩანს, რომ ასევე გაგრძელდება მთელს ქვეყანაში,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის დასაწყისში სპიკერსს მიმართა იმის შესახებ, რომ დეპუტატების დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილების არგუმენტად მოყვანილი რეგლამენტის 224- ე მუხლში, სადაც დეპუტატისთვის სიტყვის ჩამორთმევის მექანიზმებია ჩამოწერილი, სტვენაზე არაფერი წერია.

„ასე, რომ ჩვენს კოლეგებს, რეგლამენტი, ვფიქრობ, არ დაურღვევიათ,“ - ამბობს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე