უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 ივლისი, 2020 18:44
font-size

ნატო ჩხეიძე: საკუთარი მმართველობის შენარჩუნებისათვის ზრუნვას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვად ასაღებენ

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე, პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება კანონპროექტს, რომლის მიხედვით ხანგრძლივდება იმ არაკონსტიტუციური კანონის მოქმედების ვადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შესაძლებელს ხდის ადამიანის უფლებების მასიურ შეზღუდვას.

„სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები

ოცნებელმა დიმიტრი ხუნდაძემ მიპასუხა, თუ ჩემს კანონპროექტს არ მიიღებთ, 15 ივლისის მერე ცარიელი სივრცე იქნება ქვეყანაშიო.
თანაც რა უსაგნო ამბიციაა, არა?

სინამდვილე კი სულ მარტივია, - საკუთარი მმართველობის შენარჩუნებისათვის ზრუნვას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვად ასაღებენ.
საბჭოურ ტრადიციას აგრძელებენ და ჰგონიათ, რომ საზოგადოებას გააცურებენ.

მაგრამ როგორც მაშინ იყო გაშიფრული საბჭოური მმართველობის მზაკვრობანი, ახლაც ისევე ხელისგულზე დევს მსგავსი ფარისევლური ჩანაფიქრები.
და გარდუვალია, რომ ოცნებაც ისეთივე კრახით დაამთავრებს თავის პოლიტიკურ არსებობას, როგორც საბჭოთა მმართველობამ დაასრულა, მის ნაკვალევზე რომ სასიკეთო არაფერი დარჩა საზოგადოებისათვის,“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ: მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.

წულუკიანი სააკაშვილზე: ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა

5 აგვისტო, 2020 , 17:44

„ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი ხანია, ქცეულია კრიმინალად და ქვეყნის გარეთ ღამურას დაემსგავსა. ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსიც მას არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით კრიმინალა

სააკაშვილი არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით - გია ვოლსკი

5 აგვისტო, 2020 , 15:40

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წესები არ არსებობს და ის “ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი”. „ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომ

სააკაშვილი წასულია ვა-ბანკზე - გიორგი ვოლსკი

3 აგვისტო, 2020 , 16:55

“მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და რასაკვირველია, მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე,&rdq

არჩევნები არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა - რომან გოცირიძე

3 აგვისტო, 2020 , 16:55

„იმ მოვლენის დრამატიზება არ არის საჭირო, რომ შესაძლებელია, სადღაც კონკურენტები ვიყოთ,” – ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ  „ევროპულ

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს: გიგზავნით ყვავილებს პოლიტიკაში მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით

3 აგვისტო, 2020 , 16:20

“სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი”    სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ, ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში, &n

ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე - გიორგი ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 11:17

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს. ვაშაძე ფოტოს აქვეყნებს,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე