უკან

პოლიტიკა

14 მაისი, 2019 10:20
font-size

ნატო ჩხეიძე: სჯობდა კი, რომ სამართლიანობა ამ მოწვევის პარლამენტს აღგვედგინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შრომის კოდექსიდან მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის ამოღებას ითვალისწინებდა.

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ქვეპუნქტით საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისია განსაზღვრული და მისი ამოღებით, დამოუკიდებლობის დღის თარიღად მხოლოდ 9 აპრილი დარჩება, რაც საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც ასახულია. მისივე განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან ეს დღე არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო არ დაფუძნებულა.

საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა ერთი მხრივ გაიზიარეს 1991 წლის 9 აპრილის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის, თუმცა კანონმდებლობიდან 26 მაისის ამოღების იდეა მიუღებლად მიიჩნიეს. აღინიშნა, რომ საკითხი საფუძვლიან ისტორიულ შესწავლას და ანალიზს საჭიროებს.

კანონპროექტის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ ცვლილებას და სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრმა თავი შეიკავა ინიციატივის მხარდაჭერისგან.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქ გვერდზე“ წერს:

სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები

ჯანდაცვის კომიტეტში ჩემს კანონპროექტს იხილავენ.

პროექტი 26 მაისის დღესასწაულის გაუქმებას ითვალისწინებს,

რადგან დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების დღე 9 აპრილია;

რადგან დამოუკიდებლობის აქტს 1991 წლის 9 აპრილს მოეწერა ხელი;

რადგან პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უაღრესად ემოციური და სახელმწიფოებრივად გააზრებული ტექსტით 9 აპრილს მიულოცა ერს ქვეყნის დამოუკიდებლობა;

რადგან დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ხელშკრულების ხელმოწერისას 9 აპრილის აქტს ეყრდნობა;

რადგან საქართველოს კონსტიტუციაში პირველივე მუხლის პირველივე პუნქტში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილია ჩაწერილი...

კიდევ რა არგუმენტია საჭირო?

ის ერთიც საკმარისია,- კონსტიტუვიური ჩანაწერი.

ნორმალურ ქვეყანაში ის ერთიც საკმარისი იქნებოდა.

დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციას მართლა პატივს სცემენ და მხოლ მაშინ არ მოიშველიებენ, თავისი რომ აქვთ გასატანი, - ის ერთიც საკმარისი იქნებიდა.

ამათ კი, ოცნებამ:

- 1918 წლის 26 მაისის სამართალმემკვიდრეები ვართო, მაშინ შეიქმნა საქართველო, როგორც საფრანგეთი ბასტილიის აღების დღესო,

ეს მემკვიდრეობითობა რომ დაიკარგოს, მაშინდელ საზღვრებზე ვეღარ გვექნება პრეტენზიაო,

ისტორიკოსებს ვესაუბრე 12 აგვისტოს (დიდგორის ომი) საკითხის განხილვის დროსო და ისინი 26 მაისის სამართალმემკვიდრეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენო და ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის განცდაც ეგეთია, რომ თუ 26 მაისის სამართალმემკვიდრეები არ ვიქნებით, ესე იგი საბჭოეთს ვაღიარებთო და ამიტომ არ დაგეთანხმებითო. ( აკაკი ზოიძე)

- საკითხი რადგან უკვე დაისვა, ამ თემაზე სერიოზული მსჯელობა მოგვიწევსო, ახლა რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივღოთ, ეს საკითხი, ჩანს, მომავალში ისევ დადგება და სერიზულად ნდა მოვეკიდოთო. სამსჯელოა ჯერო და ამიტომ ვერ გეთანხმებუთო ( კობა ნარჩემაშვილი)

- 26 მაისი უნდა უქმე იყოსო, უნდა ვიზეიმოთო, მნიშვნელოვანი დღეაო, პირველი რეპუბლიკის დაარსების დღეაო, ჩვენი ახლანდელი სახელმწიფოს დაარსების დღე რომ 9 აპრილია, ეგ ხომ ყველამ ვიცით, ბატონმა ბიძინამ თქვაო, და 26 მაისი კი პირველი რესპუბლიკის დღეა და ის უნდა ვიზეიმოთ და ასეც უნდა მიეწეროს 26 მაისს, რომ ვისი დღეა და ის დღე და აუცილებლად უქმე უნდა იყოს და უნდა ვიზეიმოთო და ამიტომ არ დაგეთანხმებითო ( მირიან წიკლაური)

- 9 აპრილის აღნიშვნაში გეთანხმებიო, მაგრამ 26 მაისის შესახებ კანონპროექტში ჩანაწერი არასწორედ გაქვთო, არ უნდა გაუქმნდეს, მინაწერი უნდა შეეცვალოსო და ამიტომ არ გეთანხმებითო (ზაქარია ქუცნაშვილი)

ვუმადლი - ზოიძეს, რომ დასკვნითი სიტყვა 3- ჯერ მომცა:)

26 მაისის სამართალმემკვიდრენი კი ვართ, მაგრამ ეს ზვიად გამსახურდიას ტაქტიკა იყო, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსაკენ მიმავალ გზაზე, ამ ტაქტიკით ხიდი იქნა გადებული, გადავედით კიდეც ამ ხიდით მეორე ნაპირზე და ხსოვნა მარტო იქითა ნაპირისა დაგვრჩა? თანაც როდის იყო, რომ ტაქტიკა გამარჯვების ტოლფასი ყოფილიყოს?..

26 მაისი თუ ძალიან გინდათ, პაპაც იყოს, მაგრამ 9 აპრილი მამაა და ჩვენი სახელმწიფო უშუალოდ 8 აპრილს დაიბადა.

თანაც,

ბასტილიის 4 ივლისი და ჩვენი 26 მაისი მეტად განსხვავდება.

4 ივლისის მერე ფრანგებს სახელმწიფოს წყობა არ შეუცვლიათ, არაფერი დაუკარგავთ და მათი ბოლო დიდი გამარჯვება ბასტილიაა , ჩვენი დიდი გამარჯვება კი 26 მაისი არ არის. არამედ 9 აპრილია. 1991 წლის 9 აპრილი!.. და კონსტიტუციაშიც 9 აპრილი წერია და არა 26 მაისი.

გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისტორიკოსებს შარშან ესაუბრეთ. ახლა რომ ესაუბროთ, ცოტა სხვა არგუმენტები ექნებათ, რადგან ისტორიკოსებიც, ერთი- ორი გამონაკლისის გარდა, პოლიტიკური ნარატივის მიხედვით აგებენ არგუმენტებს, გაივლის წლები და ეგ სამართალმემკვიდრეობის აუცილებლობა დღესასწაულის აღსანიშნად აღარავის ემახსოვრება. და თუ დოკუმენტურად იქნება საჭირო, გამოყენებას რა უდგა წინ?.. გამოიყენეთ. უქმეობის არეშეც ხომ დოკუმენტად დარჩება.
(
ეს აკაკი ზოიძეს)

1918 წლის 26 მაისზე ბევრად მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები აქვს საქართველოს.

არა მგონია, თქვენმა ნაცნობმა ისტორიკოსებმაც კი ის შერაცხონ აღსანიშნავ თარიღად სხვა უამრავ დიდ თარიღთა დორის.

26 მაისის მერე 3 სრული წელ არ ვიყავით დამოუკიდებლები და მთავრობა რომ გარბიდა, ჯარი ჯერ კიდეც ომობდა. ნეტავ რით იყო ასე ღირსშესანიშნავი?

ხომ ვიცით, მეორე პრეზიდენტმა - მა შევარდნაძემ რატომ დაადგინა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი და 9 აპრილი კი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღედ,- რათა ზვიად გამსახურდიას სახელს არ დაკავშირებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ნელ- ნელა მინავლებულიყო და სულაც მივიწყებბულიყო.

მაგრამ ტაბუ თანდათან აეხსნა ზვიად გამსახურდიას სახელს და აი, წელს უკვე აღნიშნა მეუთე პრეზიდენტმა 9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის დღე და ამის მერე სულ ასე იქნებაო, დაგვპირდა.

პრემიერმაც აღნიშნა, პარლამენტის თავ- რემაც,

და რა გამოდის, ორი დაბადების დღე აქვს ქვეყანას?

ამიტომ ერთი უნდა გაუქმდეს და ცხადია ის, რომელიც არ წერია კონსტიტუციაში.

ამით სამართლიანობასაც აღადგენთ, რისი დაპირებითაც მოვიდა ოცნება, ამ ერთ დიდ სამართლიანობას მაინც აღადგენთ!.. ( ეს მირიან წიკლაურს)

ჩანაწერი ისეთია, როგორი პრინციპული ხედვაც მაქვს 26 მაისთან დაკავშირებით.

სწორი ჩანაწერია!..

ეს თქვენ გგონიათ არასწორი თქვენი გადმოსახედიდან:)

( ეს ზაქარია ქუცნაშვილს)

კონსტიტუციური ჩანაწერი რომ უნდა შესრულდეს, ამის დრო ნამდვილად მოვა. ფრანგები უკვდავთა სასაფლაოზე 30 წლის შემდეგ გადაასვენებენ ხოლმე დიდ ადამიანთა ნეშტს, რადგან ობიექტურობას მხოლიდ შემდგომი თაობა თუ გაუსწორებს თვალს, მანამდე კი სუბიექტურობა სჭარბობს პიროვნებათა და მოვლენათა შეფასებისას.

ასე სწამთ ფრანგებს და აქ კი, საქართველოში, ჯერ არ გასულა 30 წელი და ეგეც გავა მალე, სულ 2 წელიიწადში და მოვა ის დრო, როცა გაუქმდება 26 მაისი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მხოლ 9 აპრილი იქნება.

მალე მოვა ეს დრო!..

სჯობდა კი, რომ სამართლიანობა ამ მოწვევის პარლამენტს აღგვედგინა და კონსტიტუციური ჩანაწერის ცხოვრებაში შესრულების აუცილებლობაც თქვენ დაგედგინათ.

სჯობდა კი. ( ეს კობა ნარჩემაშვილს)

კენჭისყრის შედეგები:

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა 6 დეპუტატი.

მომხრე- არც ერთი.

წინააღმდეგი- არც ერთი.

ყველამ თავი შეიკავა.

ეს უკვე მიღწევაა.

ოცნებელთა თავშეკავება უკვე მიღწევაა.

ხომ ვთქვი, მოვა ის დრო,

მალე მოვა- მეთქი.

ამიტომაც გულწრფელი მადლობა გადავუხადე კოლეგებს თავშეკავებისთვის.

.. ვკეცე, ვკეცე და ვერ დავკეცე ეს ამხელა ამბავი უფრო ნაკლებად, ანუ უფრო მოკლე წასაკითხად:) - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი