უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2020 10:55
font-size

ნატო ჩხეიძე: შაბათის მოლოდინია, დაგუბებული მოლოდინი და გამარჯვების რწმენა!..

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- ს ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატმა მორიგი შეხვედრა კარდაკარის პრინციპით ხაშურის მოსახლეობასთან გამართა და სამომავლო გეგმები გააცნო.

“დღე ორმოცდამეერთე:
ცხრამუხა
ოსიაური
ხაშური

ადრე დარდება ვაგროვებდი,
ახლა ყიჟინას ვაგროვებ.
თვალნათლივ ჩანს, და ყურს აშკარად ესმის პირადულის და ყოფითის უკან დაწევა და ქვეყნის სატკივრით ანთებული ხალხის შემართება, საბრძოლო განწყობა და მოსალოდნელი გამარჯვების შეგრძნება.

სწორედ ეს იწვევს იმ ყიჟინას, მე რომ ახლა ვაგროვებ...
“ საქართველოსთვის”,
“ ჩვენი ქვეყნისთვის”,
“ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის”,
ეს არის პასუხი კითხვაზე:
ხომ მიდიხართ არჩევნებზე?..

მიდიან.
მხნედ მიდიან.
მტკიცედ მიდიან.
სხვებსაც ელიან, ნათესავებს, შვილებს, მეგობრებს...
იციან, რომ ისინიც მოეშურებიან.

ქუდზე კაცი მოდის ამ არჩევნებზე.
მოდის სამშობლოსათვის!..
მოდის საქართველოსთვის!..
მოდის ქუდზე კაცი!..

და მოედინება,
და მობორგავს,
და მღელვარებს,
და იტოტება,
და იშლება,
და მთელს ქვეყანას მოედება...

დარდები ყიჟინად ქვეულა!..
გამარჯვების ყიჟინად!..

აუუუ, რამდენი დარდი იყო...
აუუუ, რა ყიჟინია!..

შაბათის მოლოდინია,
დაგუბებული მოლოდინი და
გამარჯვების რწმენა!..

ქუდზე კაცი გამოვა დილას და ცაში ასროლილი ქუდები დაფარავს საღამოს ზეცას!..“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი