უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
ნატო ჩხეიძე შალვა ნათელაშვილს: იყიამყრალე და იყავი!..
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ ზაზა ოქუაშვილის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ბ-ნი ნათელაშვილი ჩვეულ ხერხს მიმართავს, ემანდ პოლიტიკაში ხომ არ მოდის ზაზა ოქუაშვილიო და ამიტომ დროულად დავიჭერ თადარიგს და მე როგორც მჩვევია, უშვერი პირით მივმართავ, - იქნებ დამიძახოს და დამიმეგობროსო.
ეჰ, შალვა, შალვა, ფუჭად ირჯები მსმენელის შეცდომაში შესაყვანად, უკვე ბოლომდე ხარ გაშიფრული და ერთ კაცსაც ვეღარ მოატყუებ.
იყიამყრალე და იყავი!..
პ.ს. ვინც შეგიშინებია, შალვა - ჩემო, ისევ ისინი შეაშინე,“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დღეს ღია მიმართვას ავრცელებს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ოქუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს.