უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 იანვარი, 2021 18:38
font-size

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით

ქვეყნის მართვიდან არ მიდის ივანიშვილი, - მარტო თვალს ეფარება და ჰგონია, რომ ასე მარტივად აიცილებს ხალხის რისხვას - ჩვენი მოსახლეობის თუ საერთაშორისო საზოგადოების, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკურმა ლიდერმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

„ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს, სულ პირიქით კი.

იგი ცდილობს ხელმეორედ შექმნას ილუზია, რომ ქვეყნის მართვაში არ ჩაერევა და ერთ- ერთი მოქალაქე და კერძო პირი იქნება. რაც, ცხადია, სიყალბეა.

სინამდვილეში ის ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ კრიზისებზე და სამარცხვინოდ ქცეულ ქართული ოცნების პარტიაზე და ქვეყნის უკუსვლა დაბრალდეს ცალკეულ ჩინოვნიკებს, რომლებიც სწორედ ივანიშვილის ხელშეწყობით, წაქეზებით და ბრძანებით ასრულებდნენ იმ კორუფციულ სქემებს, რამაც გაღატაკებამდე მიიყვანა ჩვენი მოსახლეობა და კიდევ უფრო გამდიდრებამდე თვითონ ივანიშვილი.

ახლა იგი ცდილობს გადამალოს ეს კორუფციული ქონება და გადამალოს თავის თავიც!..

ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით.

ეს არის მისი წერილის და ინტერვიუს დედააზრი - ისევ თავის თავის ქება, ისევ ოპოზიციის ძაგება და ისევ მოსახლეობის დამუნათება.

ასე, რომ ქვეყნის მართვიდან არ მიდის ივანიშვილი, - მარტო თვალს ეფარება და ჰგონია, რომ ასე მარტივად აიცილებს ხალხის რისხვას - ჩვენი მოსახლეობის თუ საერთაშორისო საზოგადოების.

და სწორედ ეს მისი დაწუნებული ოპოზიცია და ეს მისი დამუნათებული ხალხი წაადგება მას იმ მიწისქვეშეთში და ამოიყვანს დღის სინათლეზე, რათა თვალი გაუსწოროს პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებების გამო, რაც ამ რვა წლის განმავლობაში უსულგულოდ და ულმობლად აკეთა ჩვენს ქვეყანაში.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

ბედის ირონიაა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა - თინა ბოკუჩავა

25 აპრილი, 2025 , 14:28

ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკ

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს - მიხეილ სააკაშვილი

24 აპრილი, 2025 , 15:34

ვიცი, რა ძნელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ეს ნიშნავს მუდმივ დევნას, ცილისწამებასა და რეპრესიებს, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „Facebook“-ზე. „მე ბე

სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსეთის „პირველ არხზე“, პუტინის მთავარ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული - უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი, 2025 , 14:12

ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს,

გუშინდელი ვიდეოჩანაწერი კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები პირდაპირ ჩართულები არიან სახელმწიფოს აყირავების თემაში - კახა კალაძე

24 აპრილი, 2025 , 14:03

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა, რასაც გუშინ გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს, რომლის თანახმად, რუსმა პრანკერებმა ყოფილ პრეზიდენტს,

მგონი უშავს მეგობრებო! უშავს! - ნანუკა ჟორჟოლიანი

23 აპრილი, 2025 , 16:49

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: Miranda Bagaturia პოლიციაში დაიბარეს სტატუსის გამო. გაზიარებული ჰქონდა საბა სხვიტარიძის სასამართლოს ვიდეო. Kurashvili Ana პოლიციაში დაიბარეს. წინასწაარ განუმარტეს რომ პო

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში, მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება - მიხეილ სააკაშვილი

23 აპრილი, 2025 , 15:47

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი