უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

ნატო ჩხეიძე: ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლიტერატურული პრემია “ საბას” დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სერიიდან: არც ვიცი, მაგრამ გილოცავთ

2-3 დღის წინ კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლიტერატურული პრემია საბასდაჯილდოება ვიხილეთ ტვ პირველის პირდაპირი ეთერით.

ღონისძიების დაწყებისა და დასრულებისას გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა.

მუსიკოს- შემსრულებელმა ასე მიულოცა დაჯილდოებულებს:

გილოცავთ ვინც რა მიიღეთ, კი არ ვიცი ვინ რა მიიღეთ, რადგან გასული ვიყავი, მაგრამ გილოცავთ და ახლა მე თქვენ შეგისრულებთ ჩვენი დიდი მაესტროს უკვდავ მუსიკას...

და არა უშავს რა , ისე შეასრულა, ხოლო ვინც რა მიიღო და რისთვის მიიღო იმ ხალხისგან დიდი ტაში დაიმსახურა.

ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია.

უღიმღამო და დუნე ღონისძიება.

მოკლე, მაღალფარდოვანი და ზერელე წარდგინებები და კიდევ უფრო ზედაპირული მადლობები.
გამონაკლისი მთარგმნელი ნანა ტონია იყო, რომლის სამადლობელი სიტყვა ისეთივე ნათელი და ღრმააზროვანი იყო, ვისაც თარგმნის და როგორც თარგმნის ( გადამედო მუსიკოსის სტილი:)), დანარჩენები, აბა რა გითხრათ, ერთს მაგალითად, როგორც ჩანს, “ ოსკარისდაჯილდოებაზე ეგონა თავი და მადლობა მშობელ დედას გადაუხადა.

მე-17 “საბაზელამის მე-15- დააჯილდოეს ერთი და იგივე პროზაიკოსი, დასაჯილდოებელი კრიტიკოსი მეორე წელია ვერ იპოვეს, ხოლო პოეზიის ნომინაციაში დასაჯილდოებელთა სიაში წელსაც ვერ მიაგნეს ეთერ თათიძეს...

შთამბეჭდავი სულ ეს იყო და კიდევ ის ფრაზა, თავშივე რომ მოგახსენეთ: გილოცავთ, ვინც რა მიიღეთ, კი არ ვიცი რა მიიღეთ, მაგრამ გილოცავთ.

ჰო, რომ არ გამომრჩეს, დასამახსივრებელი კიდევ ზაალ სამადაშვილის ნათქვამი იყო, “მწერლობა შრომაა, და არა მარტო შრომა, არამედ ბრძოლაც”.

ის შრომა და ის ბრძოლა, ასე რომ აკლიასაბასდა სამწუხაროდ, არა მარტო მას ამ ჩვენს საწყალ ქვეყააში.

ასეთი იყო ორიოდე დღის წინანდელი მე-17 “საბა”,

ანუ ისეთივე, როგორიც დანარჩენი 16.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი