უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივლისი, 2019 11:05
font-size

ნატო ჩხეიძე: ვისი ფალავანია ბ- ნი ხაზარაძე? გონივრული ეჭვი მაქვს, სწორ პასუხს იოლად მიაგნებთ

ეს ის ხაზარაძე არ არის, რომელიც ივანიშვილ - გახარიას ყველა, თითქმის ყველა კორუფციულ სქემაში აქტიურად იყო ჩართული და საერთო ტორტიდან ნებადართულზე დიდი ნაჭერი რომ მოიზომა, ამიტომაც გაირიყა მცირე ხნით? - - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ”თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.

„სერიიდან: ვინ, სად, როდის და როგორ

სიახლე: ახლა უკვე ივანიშვილ- გახარიას არა მარტო ყოფილი პარტნიორი გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე, ბ- ნი ხაზარაძე .

” არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებაო”, ამას საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე წერსო ხაზარაძეო, მაშინვე გვაუწყებს საინფორმაციო სააგენტო.

ხაზარაძისავე ფბ ტექსტით, თურმე აუცილებელი ყოფილა მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება.

ესე იგი, ხაზარაძე აფუძნებს მოძრაობას, რომელმაც ის უნდა იტვირთოს, ანუ სამოქალაქო მშვიდობის დამყარება, რასაც ხელისუფლება და არსებული პოლიტიკური პარტიები, ვერც ცალ - ცალკე და ვერც ერთობლივად, ვერაფრისდიდებით ახერხებენ.

გადავრჩენილვართ და ეგ არის, გაიფიქრებს ბ- ნი ვოლსკი და ხმამაღლა კი სასწრაფო განცხადებით მიესალმება ხაზარაძის ამ წამოწყებას, ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდაო.

და ეს ის ხაზარაძე არ არის, რომელიც ივანიშვილ - გახარიას ყველა, თითქმის ყველა კორუფციულ სქემაში აქტიურად იყო ჩართული და საერთო ტორტიდან ნებადართულზე დიდი ნაჭერი რომ მოიზომა, ამიტომაც გაირიყა მცირე ხნით?

და ეს ის ხაზარაძე არ არის, არაფრისდიდებით რომ არ ამბობდა აუგს მაფიის ბოსზე და მხოლოდ ირმა ნადირაშვილის ჩამჭრელი შეკითხვის მერე როგორღაც ამოთქვა, მაგრამ... მხოლოდ გახარიას სახელი?

და ამ კაცმა უნდა შექმნას ქვეყნისთვის რაიმე სარგებელი, თუ პოლიტიკოსის რანგში ისევ მიუცუცქდება სახელმწიფო ბიუჯეტის ტომარას?..

ეს ის ხაზარაძე არ არის, პატარკაციშვილისა და ივანიშვილის სქემის შაბლონით რომ მოქმედებდა და “ მზრუნველობდა” საზოგადოების შემოქმედებით სექტორს, თუმც, შედარებით მცირე მასშტაბით?

და ყური მიუგდეთ, განაცხადიც რა ჰეროიკული აქვს:

“თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს” - ესეც ხაზარაძის ფბ ტექსტიდან გადმოჩქებს.

ეს გულისამაჩუყებელი ყალბი შეძახილი და ბ- ნ ვოლსკის დადებითი გამოხმაურება თვალსაჩინოს არ ხდის, ვისი ფალავანია ბ- ნი ხაზარაძე?

გონივრული ეჭვი მაქვს, სწორ პასუხს იოლად მიაგნებთ.

პ.ს.

პრინციპი - ყველა ერთის წინააღმდეგ ისედაც ვერ მოქმედებს ხოლმე რეალობაში, ბ- ნო რომან (რომან გოცირიძე - რედ), და ამ ნულოვანი ბარიერის პირობებში, მით უფრო, და ხაზარაძის შემთხვევაში ხომ, რაღა... ეგ ხომ იმ ერთის გვერდითაა.

ასე იყო, ასე არის და ასე იქნება.

არც არაფერი იცვლება ამ წუთისოფელში.“ - წერს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ - მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ამის თაობაზე ხაზარაძემ “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

საკვანძო სიტყვები:

მედიკოსი კორონავირუსით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა - პრემიერი

30 მარტი, 2020 , 18:35

მედიკოსის კორონავირუსის ინფექციით დაინფიცირება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა, - გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გახარიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით ერთი მედიკოსია კორონავირუსის

იმის თქმა, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა იმალება, არის კლასიკური დემაგოგია - თენგიზ ცერცვაძე

30 მარტი, 2020 , 10:45

ეს არის კლასიკური დემაგოგია, არ შეიძლება, კარგზე ცუდი თქვა, – ასე აფასებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, თითქოს საქართველოში ახალი

საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება - გიორგი გახარია

28 მარტი, 2020 , 15:25

საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემ

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს - პაატა იმნაძე

28 მარტი, 2020 , 15:25

თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ძ

ამხელა გამოწვევასთან ბრძოლაში, ეს სენსიტიური გარემო უმჯობესია ყველამ გაითვალისწინოს - ქეთევან ციხელაშვილი

27 მარტი, 2020 , 11:16

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშო სახელმწიფო მ

რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას - ნინო ბურჯანაძე

26 მარტი, 2020 , 14:55

ვიცი, რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ ძალიან გაუგრძელდათ მუშაობა, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხს. „ამდენი ხნის განმავლობაში რა გახდა