უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 მაისი, 2017 11:10
font-size

ნატო ჩხეიძემ 2004 წელს „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების ხელმძღვანელად სააკაშვილი დაასახელა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოს ჩვენება ბრალდების მოწმემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მისცა.

მან 2004 წლის მოვლენების მნიშნელოვანი, კერძოდ, ის დეტალები გაიხსენა, თუ როგორ ითხოვდნენ მისი მეუღლისგან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისგან მაშინდელი ხელისუფლება და პროკურატურა, შუამავალი ბიზნესმენების საშუალებით, „ომეგა ჯგუფის“ საკონტროლო პაკეტსა და მეტს. ასევე, ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიას. ყველაფერ ამის სანაცვლოდ კი სპეცრაზმი „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებს დატოვებდა და მათ ამუშავების საშუალება მიეცემოდა.

მოწმის თქმით, ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს-წილების გადაცემას არ დასთანხმდა და ქვეყნიდან გავიდა, რასაც სპეცრაზმელების მიერ „ომეგა ჯგუფის“ საწარმოებისა და ოფისების დარბევა-გაძარცვა მიჰყვა.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი საწარმოები უკანონოდ დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების აღიარებისა და ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებითი დათმობის შემდეგ ამუშავდა. ამ დროს სპეცრაზმის შეჭრიდან თითქმის ერთი წელი იყო გასული.

ნატო ჩხეიძემ სასამართლოზე აღნიშნა, რომ 2004 წელს, ტელეკომპანია „იბერიის“ ლიცენზიის იძულებით წაღებას და „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში სპეცრაზმის შეჭრას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

„იმით, რაც „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაში“ მოხდა, პრაქტიკულად, ტელევიზიებზე ძალადობა დაიწყო,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნატო ჩხეიძემ. მისივე თქმით, მაშინ ყველაზე გავლენიანი ის იყო, ვინც მიცემულ დავალებას კარგად ასრულებდა და როგორც კი დავალებას ვერ შეასრულებდა, აღარც გავლენიანი იყო და, შესაბამისად, აღარც - სანდო.

ამასთან, როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ვითარებაში ხდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლა და ფსიქოლოგიური იძულება, რათა „ომეგა ჯგუფის“ საკონტროლო პაკეტი ხელში ჩაეგდოთ.

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძლებით ჩამორთმევის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს გახსნა და ერთ წელზე მეტია, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. საქმეში ბრალდებულები არიან მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე. ამასთან, საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს, რომელიც პროცესებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი 2004 წლის 19 თებერვალს შეიჭრა.

სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ

17 ნოემბერი, 2018 , 18:47

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ რ

გორში 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარს ეძებენ

17 ნოემბერი, 2018 , 13:45

გორში სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ძებნას განაგრძობენ. სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზ

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს

16 ნოემბერი, 2018 , 15:40

შვედეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ შვედეთში საქართველოს საკონსულოში განაცხადეს. შვედეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას საქართველოს

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლე

შვედეთში საქართველოს მოქალაქის დანაწევრებული სხეული იპოვეს

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ქალაქ კალიქსში ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს.  სამართალდამცავებმა მკველობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`