უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ნატო ჩხეიძემ განათლების მინისტრს ისტორიის ინსტიტუტის პრობლემებით დაინტერესებისა და მოგვარებისკენ მოუწოდა
ფრაქციის - „საქართველოს პატრიოტები“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის, კერძოდ, ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა გულისტკივილი გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტში დაცული ისტორიული ექსპონატები ყოვლად შეუფერებელ პირობებშია.
„ისტორიის ინსტიტუტის მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე, დაცულ ძეგლთა ნუსხაში არსებულ შენობას წინა ხელისუფლების დროს მოუხსნეს ეს სტატუსი, მიჰყიდეს სამშენებლო კომპანია „M კვადრატს“, რომელიც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა და რომელიც, ალბათ, რაღაც ბევრად უკეთესის აშენებას გეგმავდა. ისტორიის ინსტიტუტი კი გადაიყვანეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქვემოთ არსებულ სივრეცეში და დღესაც ექსპონატები - ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული უნიკალური მასალა ყუთებში ჩაწყობილი აწყვია დერეფნებში. მივლინების, ექსპედიციის და კონფერენციების დაფინანსება რომ შემცირებული აქვთ, ეს კიდევ ცალკე თემაა,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრი ამ პრობლემას სასწრაფოდ მიხედავს.
„იმედი მაქვს, ბატონი განათლების მინისტრი, რომელიც ალბათ, გარკვეული დამსახურებების გამო ვიცე-პრემიერის რანგში აიყვანეს, შესაბამისად, თვალსაწიერიც გაუფართოვდება და ბერკეტებიც, სახელმწიფო მოხელის ბერკეტებს ვგულუსხმობ, სასწრაფოდ მიხედავს ამ პრობლემას, ანუ ჩვენი უნიკალური ექსპონატების დაბინავებას შესაფერის ადგილზე,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
დეპუტატი პლენარულ სხდომაზევე კიდევ ერთ მნიშვენლოვან საკითხს შეეხო. კერძოდ, ჩხეიძის თქმით, უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეცნიერები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ ქართული ენის, როგორც სასწავლო საგნის სწავლების აღდგენას მათ ფაკულტეტზე, რომელიც აგრეთვე, წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა.
„მოგეხსენებათ, რომ ქართული ენის სწავლების გაუქმება ნიშნავს ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინებას. მივმართავ ბატონ განათლების მინისტრს და სხვა მინისტრებიც თუ მოისმენენ, ურიგი არ იქნება, რომ 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მღელვარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის პასუხი ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაზე. 14 აპრილი ერთ-ერთი გმირული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს ახალი გმირული დღისათვის შესაბამისი პირობებისა თუ ვითარების შექმნას,“ - აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35
სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს
23 იანვარი, 2021 , 15:00