უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივნისი, 2017 14:00
font-size

ნატო ჩხეიძის განცხადებით, „საქართველოს პატრიოტებმა“ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებს შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ

„ცესკო დამოუკიდებელი სისტემაა და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით, მისი დამნიშვნელ-ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიის წევრი არ არის, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს ემორჩილება, რეალობა ასეთია: ცესკო-ს წევრები იცავენ პარტიულ ინტერესებს და ვერ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას,“ - ამის შესახებ პარლამენტში დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა კოლეგებს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი გააცნო.

როგორც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიაში რეალურად 10 წევრი ეყოლება, დანარჩენი 3 კი მხოლოდ საპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლი იქნება.

„გარდა იმისა, რომ ოპოზიცია აშკარა მცირერიცხოვანია და დამკვირვებელ თვალს რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, მოგეხსენებათ და ამიტომაც არის ეს ცვლილებები. საგანგაშოა ისიც, რომ არასაპარლამენტო იპოზიცია საერთოდ არ არის საარაჩევნო კომისიაში, რაც ზღუდავს მის უფლებებს და საერთოდ ირღვევა პარიტეტი და, პრაქტიკულად, ხდება არასაპარლამენტო ოპოზიციის გარიყვა პოლიტიკური პროცესებიდან,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო, თუკი ცვლილებები კანონში ასეთი სახით შევა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ აღნიშნულ ინიციატივას შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს.

„პატრიოტთა ალიანსს“, მოგეხსენებათ, არ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკო- ში საპარლამენტო არჩევნებისას და დამკვირვებლის არარსებობის გამო, პარტიას სერიოზული ეჭვი აქვს მიღებული ხმების სწორად დათვლის თაობაზე.

დღეს ილიას დღეა პარლამენტში და უნდა მოგახსენოთ, რომ ილიას თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ცესკო-ს დაკომპლექტებაზეც უწერია. ცხადია, პირდაპირ ასე არა, ცესკო-ო, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში რომ ძალთა შორის პარიტეტის დაცვა აუცილებელია, ეს კი უწერია. და კიდევ ერთი: არ გვაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ამ კანონპროექტში, მაგრამ სწორედ ამ რეალობაში გთავაზობთ, დაემატოს ცვლილება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამოვლინებისას, ის იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და არა ისე, როგორც ახლაა, ჯარიმით შემოფარგვლა,“ - აღნიშნა დეპუტატმა ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, ამ ინიციატივით „პატრიოტები“ ჯერ კიდევ შარშან გამოვიდნენ.

„ახლა სწორედ შესაბამისი დროა მის განსახორციელებლად,“ - დასძინა „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა პარლამენტში გამოსვლისას.

ეკა ბესელიამ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

19 იანვარი, 2019 , 19:30

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა. შეხვედრის დასაწ

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`