უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, არსებობს არაერთი ჩანაწერი, რომელშიც ლევან ყიფიანის გარდა სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ

ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელი, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებულ იმ სკანდალურ ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ყიფიანი ფიგურირებს.

როგორც ჩხეიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები ქართული გამოძიების პირობებში სავარაუდოდ, თაროზე აღმოჩნდებოდა, ისინი გამოძიებისთვის გაერთიანებულ სამეფოში გადაიგზავნა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი ჩანაწერები კიდევ არსებობს, რომლებშიც ხელისუფლების ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ და ისინიც ყიფიანის ჩანაწერის მსგავსად ლონდონის სასამართლოს გადაეცა.

,,ასეთი საუბრები იყო არაერთი და ასეთი საუბრები იყო არაერთ თემაზე. მოვლენები ისე ვითარდება, რომ როგორც ჩანს ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამომზეურდება, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, რაც მე ვიცი და ვიცი დოკუმენტალურად, ყველაფერი ეს არის უკვე ინგლისში. იქ სასამართლოში ეს ყველაფერი თავისი წესისა და რიგის მიხედვით ობიქტურად გაირჩევა“, - აცხადებს ,,იბერიას“ დამფუძნებელი.

კითხვას ლევან ყიფიანის გარდა, ვინ ფიგურირებს მსგავს ჩანაწერებში, ნატო ჩხეიძე კონკრეტიკის გარეშე ტოვებს.

,,იმ მოქმედ მაღალჩინოსნებზეც და ახლა ვითომ უმოქმოდოებზეც ყველაფერი არის იქ, სადაც უკვე მოგახსენეთ, ლონდონში. როგორც საქართველოში იციან ხოლმე თქმა - დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, ტელევიზია ,,უჩვეულო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.“

,,ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში არ აგრძელებს და უჩვეულო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. იმედია, რომ ტელევიზია გააგრძელებს მუშაობას, ცხადია ყველას მხარდაჭერით. იმიტომ, რომ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ რთულ ვითარებებში“, - ამბობს ჩხეიძე.

ამასთან, ,,იბერიას“ დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ უნდობლობას უცხადებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას.

,,ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ვერ ვენდობით საქართველოს სასამართლოს, საქართველოს პროკურატურას და დარწმუნებული ვიყავით, რომ ისევე შემოიდებოდა თაროზე ეს განცხადებები და ეს მტკიცებულებები საქართველოში, როგორც,,ომეგას“ თუ ,,იბერიას“ სხვა საქმეებია თაროზე შემოდებული, ან გადაწყდებოდა ისევე არასამართლიანად, როგორც ეს უკვე გაკეთდა რამდენჯერმე, რამდენიმე საქმეზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამის საშუალება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს და შესაბამისად, რადგან ჩვენ გვქონდა ამის საშუალება და იძლეოდა ეს მასალა იმის საშუალებას, რომ ჩატარებულიყო ეს სასამართლო და მტკიცებულებები გასულიყო საზღვარგარეთ, სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი მოხდება ლონდონის სასამართლოში“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დან

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინ

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგები

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს - თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ 5 ჩანაწერზე საუბრისას. მისი თქმით, ის პირებ

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`