უკან

პოლიტიკა

15 მარტი, 2019 15:10
font-size

ნატო ჩვენთვის არის არა მხოლოდ სამხედრო ერთობა, არამედ ღირებულებების ერთობა - ლევან იზორია

„ნატო ჩვენთვის არის არა მხოლოდ სამხედრო ერთობა, არამედ ღირებულებების ერთობა და ნატოში ინტეგრაციას ჩვენ ვხედავთ ამ ღირებულებების დაცვის გარანტიას საქართველოში. ეს ღირებულებები არის: დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვის ძალების ინსტიტუციურ განვითარებასა და აღმშენებლობაზე, სწორედ ამ ღირებულებების განმტკიცება გვაქვს მხედველობაში,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სიტყვით გამოსვლისას.

ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება სწორედ ამ ადგილას, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზას, პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი სამხედროები უხელმძღვანელებენ: „ეს არის საქართველოს აღიარება, ასევე, გაცხადება იმისა, რომ ქვეყანა მზად არის ნატოსთან ერთად ჩაატაროს სწავლებები. მით უფრო, რომ ამ სწავლებას პირველად ვატარებთ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ დაგეგმვისა და აღსრულების ნაწილს ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ეს არის აღიარება ჩვენი, როგორც ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამ სწავლების ფარგლებში მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლებს, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს. „არნახული დინამიკა და ხილვადობაა ნატოსი საქართველოში. ჩვენ როგორც ბრიუსელში ვიზიტის დროს განვაცხადეთ, წელს უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, უფრო მეტი ინიციატივების განხორციელება იქნება, რაც, რა თქმა უნდა, მყარი საფუძველია იმისთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ ამოცანას დავუახლოვდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლება არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ: „კიდევ ერთხელ ვამბობთ ცალსახად, რომ ეს არ არის მიმართული არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ“. მისი განცხადებით, ჰიბრიდულ გამოწვევებზე ჩვენი პასუხი სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისკან ურყევი მშვიდობიანი სვლა უნდა იყოს: „ჩვენი პასუხი ამ ჰიბრიდულ შემოტევებზე არის ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი სტრატეგიული ამოცანის გარშემო ურყევი სვლა და ჩვენი მზადყოფნის ხარისხი იმისთვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროსთან საერთო ძალისხმევით მოვაგვაროთ პრობლემები, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ღირსეული განვითარების შესაძლებლობა, რაც ჩვენი და მოსახლეობის უმრავლესობის ღრმა რწმენით, მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით არის უპირობოდ შესაძლებელი“.

მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

22 მაისი, 2019 , 10:20

2020 წელს არჩევანი ისევ ორ ძალას შორის იქნება გასაკეთებელი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა&ld

ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა

21 მაისი, 2019 , 12:50

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატული მოძრაობის“ პ

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

20 მაისი, 2019 , 19:50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარ

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ეწვევა

20 მაისი, 2019 , 17:40

დღეს, 20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

20 მაისი, 2019 , 17:20

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხ

მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

20 მაისი, 2019 , 16:45

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდისხელშეწყობით მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო