პოლიტიკა


ნატო-ს არც ერთი წევრი სახელმწიფო რუსეთის ქმედებებზე თვალს არ დახუჭავს - ჯეიმს აპატურაი
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობისას ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ალეპოზე არ უნდა მოვახდინოთ.
ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც ხდება ალეპოში ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა პოლიტიკური და სამხედრო მიზნებს სურს მიაღწიოს რუსეთმა. ეს წარმოადგენს ნატო-ს უკლებლივ ყვლა წევრის შეშფოთებას. არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ამ ავიაიერიშებით საერთაშორისო, ჰუმანიტარული კანონმდებლობა დაირღვა. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეფასების დროს და რუსეთთან ურთიერთობისას არ მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ალეპოზე. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო, მოლდოვა. მინისტერიალზე იქნება ფართო ჭრილში განხილული ნატო-რუსეთის ურთიერთობა. არ გვექნება კომუნიკე, მაგრამ არავინ, არც ერთი წევრი სახელმწიფო არ დახუჭავს თვალს რუსეთის ქმედებებზე“,-განაცხადა აპატურაიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00